მოდით ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობაზე – სიყვარულზე. 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც არასოდეს შეიყვარებენ

ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ შეუძლია უყვარდეს და განიცადოს ეს გრძნობა.

ესენი არიან : კირჩხიბი, მერწყული, თხის რქა, ტყუპები

ჰოროსკოპი.გე –

კირჩხიბი

ეს ნიშანი თითქმის არასდროს განიცდის ნამდვილ სიყვარულს. ურთიერთობის დასაწყისში მას შეიძლება ჰქონდეს ნაპერწკალი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ქრება და დნება, როგორც კი კირჩხიბი მთლიანად გაეცნობა თავის პარტნიორს. კირჩხიბები, უმეტესწილად, ეგოისტები და ძუნწები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი მიდის გრაფიკით და ისინი საზღვრავენ წინასწარ ყველაფერს.

მერწყული

ყურადღებიანი და ორიგინალური პარტნიორია ყველა გაგებით, მაგრამ ის ვერასდროს გაჩერდება ერთ ქალთან. მას შეუძლია ერთთან იცხოვროს, მეორესთან სიყვარულით დაკავდეს და მესამეს სიყვარული აუხსნას. ისინი არიან ცვალებადები – მათთვის მთავარი კრიტერიუმია თავისუფლება. მათ აინტერესებთ ურთიერთობები, მაგრამ ვალდებულებების გარეშე, ამიტომ მათგან არ უნდა ელოდოთ დიდ

სიყვარულს.

თხის რქა

თხის რქებისთვის ერთადერთი სიყვარული სამუშაოა. თუ მათი პირადი ცხოვრება ხელს უშლის მუშაობას, მაშინ ისინი, სავარაუდოდ, სამსახურს აირჩევენ და არა ურთიერთობას. თუ თქვენი ქმარი თხის რქაა, მას სჯობს უბრალოდ მუდმივად, მაგრამ მშვიდად შეახსენოთ საკუთარი თავი.

ტყუპები

მათ არ იციან შეცდომების აღიარება, ისინი არიან თვითნებურები და ეგოისტები. ტყუპებს ძალიან მალე ბეზრდებათ პარტნიორი და ისინი მარტივად ივიწყებენ მის არსებობას. ტყუპების გულის მოგება თითქმის შეუძლებელია მათი ბუნების გამო.  მეორეს მხრივ, ისინი ერთგული და კარგი მეგობრები არიან, თუმცა ეს უკვე აღარ არის დაკავშირებული სიყვარულთან.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც არასოდეს შეიყვარებენ

ასევე გადახედეთ