ასტროლოგმა ვასილისა ვოლოდინამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დეკემბრის ჰოროსკოპი გამოაქვეყნა. მან თქვა, თუ რა ელოდება 2020 წლის ბოლო თვეს ზოდიაქოს ნიშნებს. ასტროლოგმა ვასილისა ვოლოდინამ შეადგინა დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

ყველა ზოდიაქოს ნიშანი : ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ასტროლოგის თქმით, ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც ვერძი დეკემბერში წააწყდება, არის საკუთარი თვითკრიტიკა. ყველა დანარჩენი სისულელე იქნება.

კურომ საკუთარ თავს უფლება უნდა მისცეს, წინ წავიდეს მნიშვნელოვანი კარიერის დასაწყებად.

  • ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს შრომობთ, გჭირდებათ შესვენება ახალი ეტაპის წინ, – თქვა ვასილისა ვოლოდინამ.

ტყუპები დეკემბერში დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ ძალებს, რადგან დახმარება სხვისგან არ იქნება ხელმისაწვდომი.

კიბოები ენერგიის მოზღვავებას მხოლოდ საახალწლოდ იგრძნობენ. მანამდე მათ მოუწევთ ენერგიის დამატებითი წყაროების ძებნა – ბევრი ჭამა, ძილი და დასვენება.

ასევე, ასტროლოგმა გააფრთხილა ლომები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგურონ ყველაფერი – იყვნენ რაციონალურები.

ქალწულებს ურჩია, შვებულების დაგეგმვის ყველა საზრუნავი საკუთარ თავზე არ აიღონ.

სასწორი საუკეთესო იქნება დეკემბერში – ის თავის მაქსიმუმს აჩვენებს და მორიელებმა უნდა შეძლონ საკუთარი ფინანსების კონტროლი.

მშვილდოსნის წინსვლის დროა. მომავალი დამაბნეველი იქნება და ნამდვილი წარმატება 21 დეკემბრის შემდეგ მოვა.

ასტროლოგმა თხის რქებს ურჩია, რომ არ დახარჯონ დიდი ენერგია.

მერწყულებმა უნდა განაგრძონ მუშაობა იმავე სულისკვეთებით, მხოლოდ მეტი ნდობითა და შრომისმოყვარეობით. დეკემბერში ისინი ახალ გარემოს ქმნიან ყველასთვის.

ვასილისა ვოლოდინამ ასევე თქვა, რომ დეკემბერში სამსახურთან დაკავშირებული სიურპრიზები მნიშვნელოვნად შეცვლის თევზების სტრატეგიას დიდი ხნის განმავლობაში.

დააკლიკე

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ასტროლოგმა ვასილისა ვოლოდინამ შეადგინა დეკემბრის თვის ჰოროსკოპი