ტაროს მკითხავმა ალექსანდრა ჰარისმა თქვა თუ როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები დეპრესიაში ჩავარდნისას. როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

ყველა ზოდისქოს ნიშანი : ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ცეცხლის ნიშანი ვერძი, ადვილად არ ვარდება დეპრესიაში და თუ ეს მოხდა, ის დიდხანს არ იქნება დათრგუნული. ვერძი დეპრესიისკენ არის მიდრეკილი მხოლოდ მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ წინ დინამიური განვითარება არ არის.

კურო

კუროს უყვარს, როდესაც ყველაფერი მათი წესით მიდის და მძაფრი ცვლილებები სძულს. თუ ისინი დეპრესიაში ჩავარდნენ, არსებობს რამდენიმე მარტივი გამოსავალი – ჩვეულებრივ, თბილი აბაზანა, გემრიელი საჭმელი ან რაიმე სხვა, რაც დაამშვიდებს მათ განცდებს და ხელს შეუწყობს მათი განწყობის გაუმჯობესებას.

ტყუპები

მოწყენილობა მათ ცხოვრებაში დიდი უსიამოვნებაა. ტყუპები ყოველთვის მოწადინებულები არიან რაიმე ახლის აღმოჩენისკენ, ამიტომ მათ დეპრესია სწრაფად გაუვლით.

კირჩხიბი

კიბო მიდრეკილია დეპრესიისკენ. უმეტესად დეპრესიას იწვევს მათი ცრუ გამონათქვამი: ”არავინ არ მიყვარს”. ისინი სენტიმენტალური და მგრძნობიარე ადამიანები არიან და როცა მოწყენილები არიან, კირჩხიბები მავნე ემოციების ოკეანეში იძირებიან. კირჩხიბები ხშირად იტვირთებიან ნეგატივით, ისინი გრძნობენ, რომ მარტო ცხოვრებისეულ უბედურებებს ვერ უმკლავდებიან. ეს გზა საკმაოდ საშიშია, რადგან ის შეიძლება გრძელვადიან დეპრესიაში გადაიზარდოს.

ლომი

ლომი ყოველთვის სიცოცხლით სავსე ჩანს და დეპრესიაში არ ვარდება. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპტიმისტურად გამოიყურებიან, მათ იციან თუ როგორ უნდა დამალონ უკმაყოფილება. ლომები ამაყი ხალხია და თუ ისინი თავს შეურაცხყოფად იგრძნობენ, ამან შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. ისინი ჩუმად იტანჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ არიან დარწმუნებულნი, რომ სხვები არ დასცინებენ მათ ემოციებს.

ქალწული

პრაქტიკული და ლოგიკური გონება რეალურად ეხმარება მათ დეპრესიული მდგომარეობების უფრო ადვილად გადალახვაში.

სასწორი

სასწორი არის ინტელექტუალური ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს ღრმა და საინტერესო საუბრები. აქედან გამომდინარე, ღიად საუბარი მათთან, ვინც მოსწონთ და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, ნამდვილად გამოადგებათ დეპრესიაში ყოფნის დროს.

მორიელი

მას შეიძლება ქონდეს საკუთარი პრობლემები – დეპრესია ერთ-ერთი მათგანია. ძალიან ხშირად, დეპრესიის გამომწვევი მიზეზი უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობას და ეს იმიტომ ხდება, რომ მორიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიყვარულს. როდესაც გააცნობიერებენ, რომ დეპრესია აქვთ, მთელი ძალით იჩენენ ნეგატივს – იძირებიან დეპრესიულ ფილმებში, მუსიკაში და ა.შ.

მშვილდოსანი

ცვალებადი ხასიათის მქონე მშვილდოსანი არის მხიარული, ოპტიმისტური და სიცოცხლით სავსე! ისინი თვლიან, რომ თავიანთი პასუხისმგებლობაა გამოიჩინონ პოზიტიური და მხიარული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, რამაც შეიძლება ცხოვრება გაუადვილოს იმათ, ვინც დეპრესიაში იმყოფება. როდესაც თავს ცუდად გრძნობენ, ისინი ამას არსდროს ამბობენ.

თხის რქა

თხის რქა არის პესიმისტური ზოდიაქოს ნიშანი. ისინი ადვილად ხდებიან ნეგატიურები და მათი დეპრესია მეტწილად ნებაყოფლობითია. მათ ასევე უყვართ ყველა პასუხისმგებლობის აღება და არ ენდობიან სხვებს გარკვეულ საქმეებში.

მერწყული

მათ უყვართ უდარდელი და ამაღელვებელი ცხოვრებით ცხოვრება. გარდა ამისა, ისინი ჯიუტები არიან და ენერგიას არ ხარჯავენ ცუდად ყოფნისთვის. მერწყული ზოგადად ძალიან პროგრესული და განვითარებულია. მათი გაგება ძნელია. მათთვის დეპრესიული აზრების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა არის მოაზროვნე ადამიანების კომპანიაში ყოფნა, რომლებიც მსგავს იდეალებს იზიარებენ.

თევზი

ზოდიაქოს სხვა ნიშნები, თევზებივით ჩუმად ვერ იტანჯებიან. ეს გამოწვეულია მათი თანდაყოლილი ბუნებით, რომელსაც არ სურს იქცეს სხვების ტვირთად.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში