ეჭვიანობა, სიყვარულის გამომხატველ ფორმად ითვლება. თუმცა, ზოგი ზომიერად გამოხატავს ეჭვიანობას, ზოგიც კი საზღვრებს სცილდება. ამ რეიტინგს შეუძლია ეჭვიანი პარტნიორის იდენტიფიცირება. ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი – (ყველა ზოდიაქოს ნიშანი)

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძი ძალიან ეჭვიანი ნიშანია. მათ, შეუძლიათ მოაწყონ უზარმაზარი სკანდალი მაშინაც კი, თუ თქვენ საპირისპირო სქესის ადამიანს ესაუბრებით. ვერძს არ მოსწონს საყვარელი ადამიანის კომუნიკაბელურობა.

მორიელი

მორიელები ოდნავ ჩამოუვარდებიან ვერძებს, თუმცა არსებობს ლეგენდები მათ ეჭვიანობაზე. ამასთან, მორიელები უფრო კონტროლირებადი არიან და საზოგადოებაში ემოციებს არ გამოხატავენ. თანაბრად ეჭვიანობენ როგორც ყოფილი პარტნიორების, ასევე ამჟამინდელი პარტნიორების მიმართ.

კურო

კურო ეჭვიანია მაშინ, როდესაც მეორე ნახევარი იწყებს ფლირტს სხვა ადამიანთან. ისინი, ნებისმიერ ფასად ცდილობენ დაიცვან საყვარელი ადამიანი სხვისი კლანჭებისგან.

კირჩხიბი

ისინი, მუდმივად ცდილობენ, რომ არ შეიმჩნიონ ეჭვიანობა. მაგრამ, როდესაც მის პარტნიორს ვინმე კომპლიმენტს ეუბნება – კირჩხიბი, შეიძლება აალდეს და ცეცხლი მოეკიდოს.

ლომი

ლომები ჰოროსკოპში ყველაზე ეჭვიანები არიან, თუმცა ამას არასდროს აღიარებენ. ლომებს არ მოსწონთ, როდესაც მეორე ნახევრები ივიწყებენ მათ.

ქალწული

ისინი, მხოლოდ მაშინ იწყებენ ეჭვიანობას, როდესაც მიზეზი მიეცემათ. გაბრაზების შედეგად, ისინი ძალიან ეჭვიანები ხდებიან და პარტნიორის ყველა ნაბიჯს მისდევენ.

სასწორი

თუ მათ ეჭვიანობის მიზეზი აქვთ, შეეცდებიან დაძლიონ ეს გრძნობა.

თევზები

თევზები – კირჩხიბების მსგავსად, მხოლოდ მაშინ ეჭვიანობენ, როდესაც მათი მეორე ნახევარი აღფრთოვანებულია სხვა ადამიანის სილამაზითა თუ შესაძლებლობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იშვიათად გამოხატავენ ემოციებს, ყოველთვის ფხიზლად არიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები არ თვლიან, რომ პარტნიორებს შეუძლიათ მოატყუონ ისინი. მაგრამ ესეც რომ მოხდეს, დიდი დრამატურგიის გარეშე დაშორდებიან მათ.

ტყუპები

ტყუპებისთვის, მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რა სიტუაციაში იმყოფებიან და როგორც წესი, ღალატში ვერ ხედავენ დიდ პრობლემას.

მერწყული

მერწყული – მათთვის საზღვრები არ არსებობს, ამიტომ ზოდიაქოს ეს ნიშანი იშვიათად ეჭვიანობს თავის მეუღლეზე.

თხის რქა

როგორც ჩანს, ის სულაც არ არის ეჭვიანი ნიშანი. მათთვის ეს ემოცია საკმაოდ ექსტრემალურია და უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო. მათ არ მოსწონთ ეჭვიანობის მოჩვენებითი სცენები. და საერთოდ, ეჭვიანობა ბოროტებად ითვლება.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი – (ყველა ზოდიაქოს ნიშანი)