რა შეიძლება გვითხრას ზოდიაქოს ნიშანმა, როდესაც საქმე სასიყვარულო პარტნიორის პოვნას ეხება? რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძის სიმტკიცე და სიძლიერე, ასევე ტყუპების არაპროგნოზირებადი ხასიათი და სიმსუბუქე – ქმნის ძალიან საინტერესო და ხანგრძლივ კავშირს. ასევე შესაძლებელია ჰარმონია და სიყვარული სასწორთან.

კურო

კურო, ისევე როგორც ჰოროსკოპის ყველა ნიშანი, თავს ძალიან ჰარმონიულად გრძნობს ქალწულთან და თხის რქასთან. 

ტყუპები

ტყუპებისთვის შესაფერისია ლომი – ისინი ენერგიით არიან სავსე და თავგადასავლებისკენ ილტვიან. მერწყულთან და თევზებთან კავშირი ასევე შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს – საერთო გექნებათ მშვიდობის და თავისუფლების სურვილი.

კირჩხიბი

კირჩხიბი და ქალწული – მათ აერთიანებთ, სამყაროზე საერთო შეხედულებები და ინტერესები. მაგრამ კირჩხიბისთვის ყველაზე იდეალური პარტნიორია თევზები.

ლომი

ლომს, ცხადია, სურს ნახოს საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია და ამიტომ მორიელი მისთვისაა შექმნილი. ჩხუბების და დაძაბულობების მიუხედავად, ეს იქნება გრძელვადიანი კავშირი.

ქალწული

ქალწულის სერიოზულობა და სიმტკიცე მორიელს იზიდავს – ხოლო, თხის რქის ინტელექტუალობა კი ქალწულს.

სასწორი

სასწორი ძალიან კომფორტულად იქნება მერწყულთან – ისინი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს.

მორიელი

მორიელი კარგად იქნება თევზებთან – ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაუძლონ მორიელის რთულ ხასიათს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავს კარგად იგრძნობს მერწყულებთან, რომელთა სპონტანურობა და შეხედულებები მათ ხიბლავთ.

თხის რქა

თხის რქა იდეალურად ეწყობა – ქალწულს, კუროს და თევზებს. ასეთი კავშირები საიმედო იქნება.

მერწყული

მერწყულები იდეალურად ეწყობიან მხოლოდ მერწყულებს.

თევზი

თევზები თავს კარგად გრძნობენ – ტყუპებთან, კირჩხიბებთან და მორიელთან. მხოლოდ ამ უკანასკნელთან უნდა იყოთ ფრთხილად – ურთიერთობებში ნამდვილი ცეცხლი შეიძლება გაჩაღდეს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რომელი ზოდიაქოს ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს

ასევე გადახედეთ