ასტროლოგებმა დაადგინეს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე ვულგარული და უხეშები.

ესენი არიან: მშვილდოსანი, მორიელი და ვერძი

ჰოროსკოპი.გე –

მშვილდოსანი

ასტროლოგების აზრით, მშვილდოსნები ყოველთვის მზად არიან ახალი აღმოჩენებისთვის და სიამოვნებისთვის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უყვართ სიცოცხლე და არ ეშინიათ სირთულეების. მათ დახვეწილი იუმორის გრძნობა აქვთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს შეუძლია ისტერიკაში ჩააგდოს თანამოსაუბრე, რადგან მშვილდოსანი იშვიათად იცავს ცენზურას.

ვერძი

ვერძს მართავს მარსი – გამბედაობისა და ფიზიკური დატვირთვის პლანეტა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ეგოისტები არიან, აქვთ ძლიერი ხასიათი და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ თქვან ყველაფერი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. მათ უყვართ ბოროტი და ვულგარული ხუმრობები, უმჯობესია ამის გამო არ განაწყენდეთ.

მორიელი

ემოციურ მორიელებს მფარველობს პლუტონი, ინსტიქტებისა და საიდუმლო სურვილების პლანეტა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ სექსთან, ისინი არიან ვნებიანები და ცინიკოსები, მაგრამ იციან როგორ აკონტროლონ საკუთარი თავი. ამავე დროს, მორიელები არ უყურებენ მსოფლიოს ვარდისფერი სათვალეებით, ხოლო შავი იუმორი მათ ეხმარება გადარჩნენ მკაცრ რეალობაში.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ზოდიაქოს ყველაზე ვულგარული ნიშნები