ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც წელს განშორება მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ რთული იქნება ურთიერთობის შენარჩუნება. ზოდიაქოს 5 წყვილი, რომლებიც 2021 წელს დაშორდებიან

ესენი არიან : ვერძი და კირჩხიბი, ტყუპები და მერწყული, ლომი და მშვილდოსანი, ქალწული და თხის რქა, მორიელი და თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი და კირჩხიბი

ვერძის და კირჩხიბის ურთიერთობა ადვილი მაინც არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ოჯახურ ცხოვრებაზე არის ორიენტირებული. 2021 წელს ისინი უფრო მეტად დაიწყებენ დაშორებას და ეს განპირობებული იქნება, ვერძის ბრალეულობით. ამ უკანასკნელს მოწყინდება მშვიდი და საიმედო პარტნიორი. წყვილს შეექმნება მუდმივი გაუგებრობა, ურთიერთპასუხები და ხშირი ჩხუბი, რაც განშორებას გამოიწვევს.

ტყუპები და მერწყული

ტყუპებმა და მერწყულმა შესაძლოა ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტოს. კომუნიკაბელურ ტყუპებს, უყვართ საქმეებში ყოფნა, ხოლო მშვიდ და გაწონასწორებულ მერწყულს, კი მშვიდი ცხოვრება. შედეგად, გაუგებრობა გარდაუვალია. ასტროლოგების აზრით, ეს წყვილი ვერ შეძლებს ურთიერთობის შენარჩუნებას.

ლომი და მშვილდოსანი

ასევე, ურთიერთობებში კრიზისი ექნებათ ლომებს და მშვილდოსნებს. ლომები ზოდიაქოს წრის მეფეები არიან, მშვილდოსნები კი ექსცენტრიულობისკენ არიან მიდრეკილნი. გარდა ამისა, მათი მფარველი პლანეტების (მზე და იუპიტერი) წინააღმდეგობა გამოიწვევს ხშირ კონფლიქტებს. დავებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება.

ქალწული და თხის რქა

კონფლიქტები გაიზრდება, თითოეული დამნაშავედ მიიჩნევს მეორეს. კომპრომისზე წასვლის სურვილი, არცერთს არ გააჩნია. უფრო მეტიც, განშორება, სავარაუდოდ, რაღაც სისულელის გამო მოხდება, მაგრამ ამას დროულად ვერ გააცნობიერებენ.

მორიელი და თევზები

მორიელისა და თევზების წყვილში, შეიქმნება გარკვეული სახის კონფლიქტები. 2021 წელს, წყვლი ძალიან გააღიზიანებს ერთმანეთს. ისინი, სულ უფრო მეტად დაიწყებენ ჩხუბს, რაც საბოლოოდ განშორებას გამოიწვევს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ზოდიაქოს 5 წყვილი, რომლებიც 2021 წელს დაშორდებიან