თებერვალში, ზოდიაქოს ნიშნების ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს მერკურის რეტროგრადული მოძრაობა. ის დაიწყება 30 იანვარს და დამთავრდება 21 თებერვალს. თებერვალში ისინი გამდიდრდებიან (ზოდიაქოს სამი ნიშანი)

ეს პერიოდი კარგია ახალი პროექტების დასაწყებად ან სამუშაოს მისაღებად. – შესაძლებელი ხდება ძველი საქმეების დასრულება და სასურველი შედეგების მიღება. ვის გაუმართლებს ფინანსური თვალსაზრისით, მერკურის რეტროგრადული პერიოდის განმავლობაში – ამ თემაზე ვრცლად ასტროლოგმა ტატიანა ორლოვამ ისაუბრა.

ესენი არიან: კირჩხიბი, მშვილდოსანი და მერწყული

ჰოროსკოპი.გე –

კირჩხიბი

თებერვალში, კირჩხიბს სხვადასხვა ბონუსები და პრემიები ჩაერიცხება. მომავალი თვე შესანიშნავი იქნება თქვენი ბიუჯეტის შესავსებად. განსაკუთრებით ადვილი იქნება ფინანსური გეგმების განხორციელება.

თუ საკუთარ საქმეს ეწევით, მაშინ არ უნდა მოგერიდოთ ფასების მატება საქონელზე და მომსახურეობაზე. ხოლო დაქირავებულმა თანამშრომლებმა უნდა იფიქრონ პრემიის მიღების საუკეთესო გზებზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსანმა ფულის შოვნა ჯერ კიდევ იანვრიდან დაიწყო და თებერვალშიც წარმატებით გააგრძელებენ ამ საქმეს. ფინანსურად, თებერვალი მშვილდოსნისთვის კარგი თვე იქნება. ამიტომ, ამ პერიოდში აუცილებელი და მნიშვნელოვანია თქვენი კოლეგების, ბიზნეს პარტნიორების მოსმენა. მათი რჩევა და დარიგება შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენთვის.

მერწყული

მერწყულისთვის, პრინციპში, მთელი 2021 წელი დადებითი და ენერგიულია. ძალზე მნიშვნელოვანია ამ ენერგიის სწორი მიმართულებით განლაგება. მართლაც, თებერვალში, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს შეეძლებათ თითქმის ნებისმიერი პროექტის განხორციელება. მაგრამ ყველაზე დიდი პრემიები მერწყულებს თვის ბოლოს ელით. გარდა ამისა, ბევრი მერწყული დაბადების დღეს თებერვალში აღნიშნავს. ასევე, დღესასწაულის დროს ისინი მიიღებენ ძვირადღირებულ და ხარისხიან საჩუქრებს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

თებერვალში ისინი გამდიდრდებიან (ზოდიაქოს სამი ნიშანი)