ასტროლოგებმა ისაუბრეს მამაკაცებზე, რომლებსაც შეუძლიათ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის (ქალების) გაბედნიერება. თქვენთვის შესაფერისი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძი ქალებს უყვართ ძლიერი მამაკაცები, რომლებიც არანაირად არ დაემორჩილებიან მათ. მაგრამ ასეთ მამაკაცებს ხშირად არ უყვართ ხანგრძლივი და ძლიერი ურთიერთობები. ამ ნიშნის წარმომადგენლები უგულებელყოფენ წყნარ და გაწონასწორებულ მამაკაცებს, რომლებსაც მათ ცხოვრებაში შეუძლიათ ჰარმონიის შემოტანა.

კურო

კუროს ქალებს უყვართ სტაბილურობა ყველაფერში, ეს ასევე ეხება თაყვანისმცემლებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ კარგი ჩვევები და ხელფასი.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ხშირად თავად არ იციან რა სურთ. ამიტომ, ისინი ირჩევენ ცვალებად კომპანიონებს და მათ, ვინც ნათლად იცის, თუ რა უნდათ ურთიერთობისგან. ტყუპ ქალებს სწორედ ასეთ მამაკაცებთან გაუადვილდებათ ცხოვრებაში საერთო ენის პოვნა.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალი ფრთხილია და არ აძლევს შანსს ახალ ნაცნობებს. ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ უკეთესია ურთიერთობების დამყარება მათთან, ვისაც დიდი ხანია იცნობენ.

ლომი

ქალები ირჩევენ მამაკაცებს, რომლებიც მათ არ შეეფერებიან. ქარიზმატული და ძლიერი პიროვნებები შეძლებენ ამ ქალების გაბედნიერებას.

ქალწული

ქალწულები გიჟდებიან მამაკაცებზე, რომლებიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. უგულებელყოფენ პრაქტიკულ და მოსაწყენ მამაკაცებს.

სასწორი

სასწორები – მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანს ირჩევენ, მათ არ მოსწონთ ისინი, ვინც მათ შეეწინააღმდეგება. მაგრამ ამ ქალბატონებს შეეძლებათ იდეალური ურთიერთობების დამყარება საინტერესო და განათლებულ ადამიანებთან.

მორიელი

ამ ქალებს უყვართ პატიოსანი და გულწრფელი კაცები, ისინი ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და იმავეს ითხოვენ პარტნიორისგან. ასევე მოსწონთ კაცები, რომლებიც ღიად ავლენენ უხეშობას და სისასტიკეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალიან იშვიათად ინტერესდებიან მამაკაცებით, რომელთა ცხოვრებაც სტაბილური და ერტფეროვანია.

თხის რქა

ამ ნიშნის ქალები პრაქტიკულები არიან და ირჩევენ მსგავს მამაკაცებს. ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ არასერიოზულ თაყვანისმცემლებს, რადგან გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებენ.

მერწყული

მერწყულ ქალებს უყვართ თავის რჩეულთან საათობით ლაპარაკი. თუ მამაკაცი არ დააკმაყოფილებს მოლოდინს და არ გახდება კარგი თანამოსაუბრე, მაშინ ისინი გაწყვეტენ ურთიერთობას. მაგრამ ხანდახან ზოგჯერ ასეთი მამაკაცები იპყრობენ მერწყულის გულს!

თევზები

ამ ნიშნის ქალები ირჩევენ მათ, ვინც მუდმივად იჩენს ზრუნვას. მაგრამ ამავე დროს, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ საჩუქრებს. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ასეთ მამაკაცებს შეუძლიათ თევზ ქალებს ნამდვილი ბედნიერება მიანიჭონ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

თქვენთვის შესაფერისი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით