არიან ქალები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასაკს არ იმჩნევენ. ნაცრისფერი თმაც კი აქვთ, მაგრამ ისე ჰარმოინიულად გამოიყურებიან: თვალები სიხარულისგან უნათებთ და ახალგაზრდულობას ასხივებენ. ისინი ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან

ასტროლოგებმა გაარკვიეს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ქალები, რომლებიც ასეთი იღბლიანები აღმოჩნდნენ.

ესენი არიან: თხის რქა, ტყუპები და მერწყული

ჰოროსკოპი.გე –

თხის რქა

თხის რქა ქალები ყოველთვის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე არიან. ეს ყველაფერი რამოდენიმე მიზეზის გამო ხდება – პირველი, ისინი არ ჩქარობენ დაბერებას. დიახ, თხის რქები ჩვეულებრივად ვითარდებიან საკუთარი ტემპით. მეორე, თხის რქები პრაქტიკულები და გონებამახვილები არიან: ისინი ნაკლებად იმატებენ წონაში (რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ ეს იშვიათია) და სიბერემდე ინარჩუნებენ თავიანთ ახალგაზრდულობას.

ტყუპები

ტყუპები ისეთი “ბავშვური” ნიშანია, რომ ქალები დიდხანს რჩებიან ბავშვებათ და გარდა იმისა, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ასევე იქცევიან შესაბამისად. ტყუპი ქალები მუდმივ მოძრაობაში არიან და ეძებენ ახალ თავგადასავლებს – რა თქმა უნდა, ცხოვრების ეს წესი ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ტყუპები ცვალებადი ხასიათის ქალები არიან, ამიტომ მაშინაც კი, თუ სახეზე ნაოჭები უჩნდებათ, მათ სერიოზულად მაინც არ აღიქვამენ.

მერწყული

მერწყული თხის რქის და ტყუპების ნაზავია, თუ რატომ ამას ასტროლოგი მოგვიყვება. ტყუპებისგან მერწყულს – ჰაეროვნება, სიმსუბუქე და ინტუიცია გამოყვა. თხის რქისგან – მძიმე და მტკიცე ხასიათი. ასე, რომ მერწყულებს არა მხოლოდ მოქნილი გონება, არამედ ჰაეროვნებაც ახასიათებთ და ეს ყველაფერი სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნებას უწყობს ხელს, ყველანაირ შეზღუდვის (დიეტის და სპორტის გარეშე). მერწყულ ქალებს აქვთ კარგი გემოვნება და სტილის გრძნობა, მათ იშვიათად ნახავთ მოსაწყენ კოსტუმში – უყვართ დახვეწილი და ორიგინალური ტანისამოსი ნებისმიერ ასაკში. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან როგორც ახალგაზრდა გოგონები.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ისინი ასაკშიც ახალგაზრდულად გამოიყურებიან