კვირის რომელ დღეებში უმართლებთ ზოდიაქოს ნიშნებს (ყველა ზოდიაქო)

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ვარსკვლავების პოზიცია შეიძლება განსაზღვრავდეს, ზოდიაქოს ნიშნებისთვის, განსაკუთრებით წარმატებულ ან წამგებიან დღეებს.

კურო (ორშაბათი)

ორშაბათი ყველასთვის მძიმე დღეა, კუროს გარდა. ამ ნიშანს მართავს მთვარე, ამიტომ კურო კარგად და მხიარულად ესალმება კვირის დასაწყისს. ორშაბათს, მათ სიყვარულში და სამსახურში ელოდებათ იღბალი.

კირჩხიბი და მერწყული (სამშაბათი)

სამშაბათს, უმართლებთ კირჩხიბებს და მერწყულებს. ამ ნიშნების მფარველი მარსია, ის მათ ენერგიასა და ძალას აძლევს მნიშვნელოვანი და რთული ამოცანების შესასრულებლად. სამშაბათს, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები, ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად მზად არიან.

სასწორი და ტყუპები (ოთხშაბათი)

ოთხშაბათი მერკურის დღეა, რომელიც სასწორის და ტყუპების მფარველია. ამ დღეს ისინი ენერგიით ივსებიან.

ვერძი და მორიელი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათი – ვერძების და მორიელებისთვის საუკეთესო დღეა. მათი მფარველი პლანეტაა იუპიტერი. ოთხშაბათს, მზად უნდა იყოთ მრავალი სერიოზული გადაწყვეტილების მისაღებად, რაც დადებითად აისახება მომავალზე.

თევზები და ქალწული (პარასკევი)

პარასკევი, შესანიშნავია თევზების და ქალწულებისთვის. ამ დღეს, მათ გვერდი უნდა აუარონ ყოველდღიურ პრობლემებს და ყურადღება გაამახვილონ სასიყვარულო ურთიერთობებზე.

ლომი და მშვილდოსანი (შაბათი)

შაბათი, მშვილდოსნების და ლომების საუკეთესო დღეა, მათ სატურნი მფარველობს. პლანეტა, მათ ეხმარება შიშების და პრობლემების მოშორებაში.

თხის რქა (კვირა)

კვირის ბოლო დღეს (კვირას) – თხის რქები მზის ენერგიის ქვეშ იმყოფებიან. ისინი, სხვებისთვის, საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას ახდენენ და წარმატებები ელით.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

კვირის რომელ დღეებში უმართლებთ ზოდიაქოს ნიშნებს (ყველა ზოდიაქო)