ასტროლოგმა და ტელეწამყვანმა ვასილისა ვოლოდინამ 2021 წლის მაისისთვის საინტერესო პროგნოზი გამოაცხადა. მათი ცხოვრება მაისში შეიცვლება

როგორც გაირკვა, გაზაფხულის ბოლო თვე ერთდროულად რამოდენიმე ნიშნას ცვლილებას მოუტანს. რომელი 5 ნიშანი უნდა მოემზადოს ცვლილებებისათვის?

ესენი არიან: ვერძი, ტყუპები, ლომი, სასწორი და თხის რქა

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

მთელი მაისის განმავლობაში ვერძს თან ახლავს იღბალი და წარმატებები. უმჯობესია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ ღრუბლებში ფრენა და ფოკუსირება მოახდინონ მიზნების მიღწევაზე. ვოლოდინას აზრით, საოცარი ცვლილებები ვერძს მაისის დასაწყისში ელის.

ტყუპები

საერთოდ, გაზაფხულის ყველაზე თბილი თვე ხელსაყრელი იქნება ტყუპებისთვის: პოზიტიური ცვლილებები მოხდება ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. ტყუპებმა უარი უნდა თქვან ფულის უაზროდ ხარჯვაზე.

ლომი

მაისი შესანიშნავი დროა სამსახურის, ახალი ჰობისა და სხვა სასიამოვნო თავგადასავლების აღმოსაჩენად. ასტროლოგის თქმით, მაშინაც კი, თუკი რამე არასწორად წარიმართება, ლომი ყოველთვის შეძლებს დახმარების მიღებას ოჯახის წევრებისგან.

სასწორი

ფაქტია, რომ ვარსკვლავები მზად არიან დაეხმარონ ზოდიაქოს ამ ნიშანს, მაგრამ მხოლოდ ერთ სფეროში. სასწორს მოუწევს არჩევნის გაკეთება – კარიერის ან ოჯახს შორის. ვასილისა ვოლოდინა გირჩევთ, რომ გულიანად მიიღოთ ეს რთული გადაწყვეტილება.

თხის რქა

უმეტესწილად, მაისი თხის რქებს ბონუსებს მოუტანს დიდი ხელფასის ან კარიერულ კიბეზე შესამჩნევი ნახტომის სახით.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათი ცხოვრება მაისში შეიცვლება