ადამიანების უმეტესობა ინახავს საიდუმლოს და მათთვის სრულიად ნორმალურია რაიმეს მიჩქმალვა. მათ არ უყვართ საკუთარ თავზე საუბარი ( ზოდიაქოს 5 ნიშანი )

მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს. ისინი საკუთარ თავზე არაფერს ამბობენ. ასტროლოგებმა დაასახელეს ეს ზოდიაქოს ნიშნები. . .

ესენი არიან: ქალწული, კირჩხიბი, თხის რქა, მერწყული და მორიელი

ჰოროსკოპი.გე

ქალწული

ქალწულები იშვიათად საუბრობენ საკუთარ თავზე, მათ ურჩევნიათ ჩუმად ყოფნა. ქალწულები უცნობ ადამიანებს პირადულ საკითხებზე არაფერს ეტყვიან. ეს ნიშანი ქვის ბლოკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ქალწულისთვის მნიშვნელოვანია იდეალური მეგობრების პოვნა – ვისთანაც ისინი გაიხსნებიან. მაგრამ სურვილი, ხშირად მწვავე რეალობას ეწინააღმდეგება.

კირჩხიბი

ისინი არ ჩქარობენ უცხო ადამიანებთან გახსნას. კირჩხიბები მალავენ თავიანთ ემოციებს და უჭირთ საკუთარ თავზე საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ნიშანი ამჯობინებს გრძნობების დამალვას, მაშინაც კი, თუ მას განსაკუთრებული საჭიროება აქვს. კირჩხიბი ფიქრობს, რომ ადამიანები მის გრძნობებზე და სისისტეებზე ითამაშებენ.

თხის რქა

თხის რქის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო და აკრძალულია. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ამჯობინებს, რომ ყველაფერი თავისთვის შეინახოს, ახლო მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი მცირე კონტაქტი ჰქონდეს.

მერწყული

კომუნიკაბელურობისა და კარგი ხასიათის მიუხედავად, ზოდიაქოს ამ ნიშანს უჭირს უცხო ადამიანებთან გახსნა და საკუთარ გრძნობებზე საუბარი. მერწყულის ყველა საიდუმლოება მასთან დარჩება. ხშირად ჰაერის ნიშანი ამას აკეთებს, როგორც თავდაცვითი რეაქცია, წარსულის ტრავმაზე.

მორიელი

ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც გარემოებები კარნახობენ. ძალიან ხშირად, იქმნიან სასტიკი და აგრესიული ადამიანის იმიჯს. ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ სინამდვილეში მორიელი საკმაოდ დაუცველია და სხვებისგან ემოციებს მალავს იმის გამო, რომ სუსტი არ გამოჩნდეს. მორიელებს უყვართ გამოცანები, ამიტომ სხვების თვალში ისინი თავად რჩებიან იდუმალ ადამიანებად.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ არ უყვართ საკუთარ თავზე საუბარი ( ზოდიაქოს 5 ნიშანი )