ზოგიერთ ადამიანს ლაპარაკი ჭირდება, როგორც სუნთქვა. მათ ბევრი ლაპარაკი უყვართ

ისინი საუბრობენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე: სამსახურში, წვეულებებზე, მეტროში. ასტროლოგებმა გაარკვიეს, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს უყვართ ყველაზე მეტად ლაპარაკი.

ესენი არიან: ტყუპები, სასწორი, ვერძი, მშვილდოსანი და ლომი

ჰოროსკოპი.გე –

ტყუპები

ტყუპებს დიდად არ აინტერესებთ საუბრის თემა, რადგან მათი ერუდიცია საშუალებას იძლევა განიხილონ თანამოსაუბრის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი ვარიანტი. ამიტომაც მსმენელებს იშვიათად სურთ მათგან გაქცევა: ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა გაჩუმდეს ადამიანი, რომლის მოსმენაც ასე საინტერესოა?

სასწორი

მათ შეუძლიათ ნებისმიერი საუბრის მხარდაჭერა. თუ საუბრის დროს დავა წარმოიშვება, სასწორს ექნება საკმარისი უნარი იმისა, რომ აბსოლუტურად შეუმჩნევლად დასვას თანამოსაუბრე თავის ადგილზე და მშვიდობიანად განაგრძოს საუბარი. ჰაერის ნიშანს უყვარს ლაპარაკი, მაგრამ მისი გაჩუმება ყველაზე რთულია მაშინ, როდესაც ნიშანი იწყებს საკუთარ თავზე საუბარს.

ვერძი

ვერძებს უყვართ ლაპარაკი და იყენებენ სიტყვას, როგორც იარაღს. ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ისინი მართლები არიან, მაშინაც კი, თუ ამის საფუძველი არ არსებობს. ვერძის მთავარი პლიუსი არის პირდაპირობა. ისინი ხმამაღლა ამბობენ იმას, რაც გონებაში აქვთ, იშვიათად ფიქრობენ შედეგებზე. ასეთ სიტუაციებს ხშირად კონფლიქტამდე მივყავართ, რომელშიც ვერძი – მოაწყობს ნამდვილ სიტყვიერ პრეზენტაციას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ლაპარაკს თავის მოვალეობად მიიჩნევს, ამიტომ, ის ცდილობს გარშემო მყოფი ყველა ადამიანი დიალოგისკენ წამოიყვანოს. მშვილდოსანს შეუძლია ყველა აალაპარაკოს, მაშინაც კი, თუ თანამოსაუბრეს არ სურს საუბარი. მშვილდოსანი ვერ იტანს საუბარში ხანგრძლივ პაუზებს, ამიტომ ისინი მას ხუმრობებით და ისტორიებით ავსებენ. ზოგჯერ მშვილდოსანი შეიძლება ჩანდეს ყალბი, მაგრამ სინამდვილეში, ის გულწრფელად კომუნიკაბელური და მეგობრულია.

ლომი

ცეცხლის ნიშანს შეუძლია განიხილოს ყველაფერი, მაშინაც კი, როდესაც არ აქვს ინფორმაცია. უმეტეს შემთხვევაში, ლომები საუბარს იყენებენ, როგორც იარაღს, რომელიც მიზნად ისახავს შთაბეჭდილების მოხდენას თანამოსაუბრეზე .

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ ბევრი ლაპარაკი უყვართ