ასტროლოგების თქმით, 2021 წელს (თეთრი ლითონის ხარი) შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ზოდიაქოს სამი ნიშნის ცხოვრება. მათ ელით ცვლილებები უკეთესობისკენ

ასტროლოგების აზრით კარგი ცვლილებები ექნებათ მორიელებს, კუროს და კირჩხიბებს.

ესენი არიან: მორიელი, კურო და კირჩხიბი

ჰოროსკოპი.გე –

მორიელი

მორიელებს 2021 წელს საინტერესო თავგადასავლები ელით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები იმოგზაურებენ, მიიღებენ ახალ გამოცდილებას და შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს. ასტროლოგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქმიანი მოგზაურობაც კი, რომელიც დროზე ადრე არ იყო დაგეგმილი, წარმატების მომტანი იქნება. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ახალ სახლში გადავლენ საცხოვრებლად და ექნებათ სერიოზული რომანტიკული ურთიერთობები მეორენახევრებთან.

კურო

კურო შეძლებს საკუთარი სურვილების დალაგებას და შინაგანი ჰარმონიის მიღწევას. მათ ასევე ძალიან კარგი პერსპექტივები აქვთ კარიერული განვითარების მხრივ. კურო საბოლოოდ მიხვდება, თუ სად სურს მეტი ენერგიის ჩადება – სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში. ის, ვინც გულწრფელად უპასუხებს ამ კითხვას, სასიამოვნო სიურპრიზებს მიიღებს.

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრებაში შავი ზოლი დასრულდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს პირად ცხოვრებაში ექნებათ კარგი ცვლილებები და ჯილდოები დიდი ხნის განმავლობაში. ვარსკვლავები მათ ჰპირდებიან შეხვედრას ნანატრ რჩეულთან, რომელიც გახდება ერთადერთი და განუმეორებელი.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ ელით ცვლილებები უკეთესობისკენ