იღბალი – იშვიათი საჩუქარია. ყველას არ შეუძლია იამაყოს ამით. ასტროლოგიურ ჰორიზონტში არის 5 ნიშანი, რომლებმაც არ იციან თუ რა არის იღბალი. მათ იღბალმა ზურგი აქცია (ზოდიაქოს 5 ნიშანი)

ესენი არიან: კურო, თევზები, ქალწული, კირჩხიბი და თხის რქა

ჰოროსკოპი.გე –

კურო

რაც არ უნდა ეცადოს კურო, ბედი მას ვერასდროს შეამჩნევს და გვერდს აუვლის. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ის არ უნდა ელოდოს რაიმეს, არამედ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს.

კუროს უპირატესობები სხვებთან შედარებით: ძლიერი პოტენციალი და ფოლადის შიდა ბირთვი. შეუძლებელია მისი გატეხვა. ბუნებრივი სიჯიუტე და თვითდაჯერებულობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. არ დაივიწყოთ საკუთარი თავის რწმენა და საკუთარი ძალა.

თევზები

ნიშნის სიცოცხლე შედგება კონტრასტებისგან. სასიამოვნო მოვლენებს აუცილებლად მოჰყვება უბედურება. შავი და თეთრი ზოლების მუდმივი მონაცვლეობა დამღლელი და გამაოგნებელია. ეს იწვევს დეპრესიას და ახალი საწყისების შიშს.

მგრძნობიარე თევზები, ნამდვილი აღმოჩენაა მატყუარებისა და მანიპულატორებისთვის. იმისათვის, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ, ასტროლოგები თევზებს ურჩევენ, ფრთხილად შეარჩიონ გარემო და ეკონტაქტონ მხოლოდ გულწრფელ და ალალ ადამიანებს.

ქალწული

ჰოროსკოპის მთავარი პესიმისტი. მას არ სწამს ნათელი მომავლის და ხედავს ყველაფერში ცუდს. არ ენდობა ხალხს და განზრახ ერიდება მათ. ქალწული არასოდეს არ უსმენს საკუთარ ინტუიციას და გაურბის იღბალს.

მუდმივი წარუმატებლობები ხდება შეშფოთების და ნერვული აშლილობის მიზეზი. ქალწულს არ სჯერა საკუთარი ძალების და სჯერა, რომ იგი ბედნიერების ღირსი არ არის.

კირჩხიბი

კირჩხიბი აღიქვამს ნებისმიერ ცვლილებას, როგორც პოტენციურ საფრთხეს. მას ურჩევნია დაემალოს სირთულეებს, ასევე კირჩხიბები საკუთარ თავს არ აძლევენ წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. ოცნებობს კარიერულ სიმაღლეებზე და აუთვისებელ სიმდიდრეზე, მაგრამ ეშინია მცირედი ნაბიჯის გადადგმისაც. მათ ურჩევნიათ სხვები დაადანაშაულონ საკუთარ მარცხში.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ წარმომადგენელს არ სჯერა იღბლის “შევეჩვიე ყველაფრის მიღწევას შრომისმოყვარეობით და მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი”. თხის რქა არ იმოქმედებს შემთხვევით და არ დაეყრდნობა ინტუიციას. ის უარყოფს ბედის არსებობას. მისი სამყარო ლოგიკური და სამართლიანია.

თხის რქის პოტენციალი უსაზღვროა. ნიშანს არ სჯერა სასწაულების, მაგრამ ამავე დროს აღწევს წარმოუდგენელ წარმატებას საკუთარი ცოდნისა და უნარების დახმარებით.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ იღბალმა ზურგი აქცია