ტაროოლოგმა და პარაფსიქოლოგმა საონამ განაცხადა, თუ ვინ უნდა მოემზადოს უსიამოვნო მოვლენისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, სასოწარკვეთა ნაადრევია. სადაც ერთი კარი დაიხურება, მეორე აუცილებლად გაიხსნება. გამოიყენეთ ეს მოვლენა, როგორც ახალი შესაძლებლობა და შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ. მათ მაისში განშორება ელით
ესენი არიან: ტყუპები, კირჩხიბი, სასწორი, მშვილდოსანი და თევზები
ჰოროსკოპი.გე –
ტყუპები
პირადი ცხოვრების საკითხებში, მაისი ძალიან რთული თვე იქნება. თქვენს გულს ნამდვილად სურს ცვლილებები, განსაკუთრებით სასიყვარულო ფრონტზე.
ვარსკვლავები მკაცრად გირჩევენ, რომ არ ჩაიდინოთ იმპულსური ქმედებები – მოწყენილობის ან იმედგაცრუების გამო ნუ დაშორდებით მეორენახევარს.
საყვარელ ადამიანს მიეცით ცოტა დრო, რომ მან გააცნობიეროს რა სურს. ერთად შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს გამოადგება.
კირჩხიბი
უსაფუძვლო ეჭვიანობა და დიდი მოლოდინები, ეს შეიძლება იყოს მთავარი დაბრკოლება, მაშინაც კი, თუ მეორენახევარი გიჟდება თქვენზე.
არ არის საჭირო თქვენი პრობლემების და კომპლექსების გადატანა სხვაზე. მოიქეცით რაც შეიძლება რაციონალურად – ეს სარგებელს მოგიტანთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ურთიერთობას.
სასწორი
გაუგებრობა შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში. ემოციები გაიზრდება, ამიტომ შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სადავო სიტუაციები.
შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს და კონცენტრირდით რეალობაზე.
მშვილდოსანი
ფრთხილად იყავით თქვენს ურთიერთობებში. რჩევები ადამიანებისგან, თუნდაც უახლოესი მეგობრებისგან, შეიძლება დამღუპველი იყოს.
შეეცადეთ პრობლემების მოგვარებას ერთმანეთთან დიალოგის საშუალებით. რომანტიკული საღამოები დაგეხმარებათ სირთულეების თავიდან აცილებაში.
თევზები
ეს არის შემთხვევა, როდესაც მოლოდინები და რეალობა შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. თქვენ ყოველთვის გექნებათ დაშორების დრო, ჯერ სცადეთ ურთიერთობის გამოსწორება. თუ თქვენი პარტნიორის მხრიდან არანაირი რეაქცია არ არის – ამ შემთხვევაში, განშორება ერთადერთი გამოსავალი იქნება. გაუშვებთ ძველს, მაშინვე იპოვნით ახალს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
მათ მაისში განშორება ელით