ზოდიაქოს წრის ზოგიერთ წარმომადგენელს მაისში ძლიერი რომანი ელის. მათ რომანი ელოდებათ მაისში

ასტროლოგებმა ზოდიაქოს ხუთი ნიშანი დაასახელეს, რომლებიც გაზაფხულის ბოლო თვეს არ მოიწყენენ.

ესენი არიან: ვერძი, კურო, ლომი, მორიელი და თხის რქა

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ემოციურ ვერძებს ყველანაირი შანსი აქვთ, რომ მაისში განიცადონ ჭეშმარიტი გრძნობები. მომავალმა შეყვარებულმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება შეიძლება მოახდინოს ვერძზე, რომ ის შეხვედრის დასრულების თანავე მზად იქნება ამ ურთიერთობის ლეგიტიმაციისთვის. ამასთან, ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, არ იჩქარონ. ნაჩქარევი ქორწინება ყოველთვის კარგი არ არის.

კურო

ასევე, ემოციების და გრძნობების ქარცეცხლი ელოდება კუროს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს აქვს შანსი შეხვდეს იდეალურ პარტნიორს, რომელიც ყველანაირად შეეფერებათ მათ. შემდგომ ამ ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, არ დაივიწყოთ მეორენახევრის გაბედნიერება.

ლომი

ასტროლოგები დაფიქრებისკენ და სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ლომებს. მაისში მათ შეიძლება ერთდროულად შეუყვარდეთ რამდენიმე ადამიანი. მხოლოდ გონივრული მიდგომა დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მორიელი

ვარსკვლავები მორიელებს ურჩევენ, რომ უარი არ თქვან ფლირტზე და ახალ ნაცნობობაზე. მაისში უფრო ხშირად მოინახულებთ კინოთეატრებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს. მაისში თქვენ მართლაც საინტერესო ადამიანს შეხვდებით.

თხის რქა

გაზაფხულის ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობები პიკს მიაღწევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, უახლოეს მომავალში, ჭეშმარიტი ვნება ელოდებათ, რაც მათ თავგზას აუბნევს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გადადგათ დაფიქრებული ნაბიჯები, ნუ აყვებით ემოციებს რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ რომანი ელოდებათ მაისში