ზოდიაქოს მიხედვით პარტნიორზე დაქორწინებამ, შეიძლება მკვეთრად გაზარდოს საყვარელი და მარტივად აღსაზრდელი ბავშვის გაჩენის შანსი. მათ ყველაზე საყვარელი ბავშვები ყავთ

ხშირად, მშობლებს უამრავი პრობლემა აქვთ ბავშვების აღზრდის დროს. ასტროლოგები მკაცრად გირჩევენ, რომ მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდოთ მეუღლის არჩევანს, რადგან თვლიან, რომ პრობლემური ბავშვები დედებისა და მამების შეუსაბამობის გამო იბადებიან, რაც მათ ჰოროსკოპებში აშკარად აისახება.

წყვილები: ლომი და მერწყული, კურო და კირჩხიბი, ქალწული და თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ლომი და მერწყული

ლომები და მერწყულები ბავშვებს მეგობრულ ატმოსფეროში ზრდიან ყოველგვარი აკრძალვებისა და დასჯის გარეშე. მერწყული და მზრუნველი ლომი, მშვენიერი წყვილი არიან, მათ შეუძლიათ ბავშვებისთვის კარგი თვისებების ჩანერგვა.

კურო და კირჩხიბი

კურო, ღიაა ბავშვებისათვის და არ ეშინია სირთულეების. ასევე, ძალიან ყურადღებიანია ახლობლების მიმართ, ხოლო კირჩხიბებს ულევი სითბოს და სიყვარულის ჩუქება შეუძლიათ ბავშვებისთვის. ამ ჰარმონიულ კავშირში ბავშვები საუკეთესო თვისებებით აღიზრდებიან და მიაღწევენ მაქსიმალურ წარმატებებს.

თევზები და ქალწული

მგრძნობიარე თევზები მაქსიმალურად შეეფერებიან ქალწულებს, მათ ჰარმონიული ურთიერთობები უყალიბდებათ და ეს ყველაფერი ბავშვებზეც აისახება. მათი შვილები გამოირჩევიან სწავლით და კეთილშობილებით.

ამასთან, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კარგი აღზრდა იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვი კარგი ადამიანი გაიზრდება, იმისდა მიუხედავად თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს წარმოადგენენ მშობლები.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მათ ყველაზე საყვარელი ბავშვები ყავთ