რამდენიმე ათეული წლის წინ დაასახელა ზოდიაქოს ეს ნიშნები – ცნობილმა მენტალისტმა და ფსიქოლოგმა ვოლფ მესინგმა. მორიელი და ტყუპები

ჰოროსკოპი.გე –

მან აღნიშნა, რომ საუკეთესო ეზოთერული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შემთხვევით არ არიან განლაგებულნი ზოდიაქოს წრეში. ეს როლი ეკუთვნის მხოლოდ ზოდიაქოს ორ ნიშანს.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მყოფ ადამიანებს კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. ისინი წინასწარ გრძნობენ უბედურებას და გვერდს უვლიან მას. ასევე, ისინი რისკავენ იქ, სადაც ბევრი ვერ ბედავს, რადგან მათ იციან, რომ გაუმართლებთ. ტყუპები სრულად იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს – პროფესიას ყოველთვის ირჩევენ წინდახედულობით. ისინი ხშირად გვევლინებიან როგორც – ექიმები, მაშველები და გამომძიებლები.

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ მიდრეკილება მაგიური შესაძლებლობებისადმი. მათ აქვთ საკმაოდ მაღალი ენერგიის დონე და ყველაფრის გარკვევა შეუძლიათ თანამოსაუბრის შესახებ. მორიელთან კომუნიკაციის შემდეგ იგრძნობთ დაძაბულობას და შინაგანი ენერგიის კლებას. ასეთ ადამიანებს თავიანთი ენერგიით შეუძლიათ გაუმკლავდნენ ნეგატივს, მათ შორის დაზიანებას, დაავადებებს ან უბრალოდ ცუდ ხასიათს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

მორიელი და ტყუპები