ასტროლოგმა გალინა იანკომ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც უჭირთ ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება
ესენი არიან: ტყუპები, მშვილდოსანი, კურო და მერწყული
ჰოროსკოპი.გე –
ტყუპები
ტყუპებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება რთულია, რადგან ისინი ძალზე არათანმიმდევრულები არიან, არ აქვთ მკაფიო პოზიცია და დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლიათ ერთი ადამიანის გვერდით ყოფნა. ურთიერთობებში ისინი ხშირად მოწყენილები არიან და სიახლეს საჭიროებენ. ტყუპები ურთიერთობის საწყის ეტაპზე ძალიან კარგები არიან, მაგრამ როდესაც ყველაფერი რუტინული ხდება, პარტნიორს ცილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ოცნებობს სტაბილურ ურთიერთობებზე, ეს ტყუპებისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს სიამოვნებთ ახალი ადამიანების გაცნობა და ფანტასტიკურ შთაბეჭდილებას ახდენენ ახლად გაცნობილ ადამიანებზე, სწორედ ამიტომ მათთვის შეიძლება რთული იყოს ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება. ხშირად ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები და ჯიუტები არიან. მშვილდოსანს სჯერა, რომ ურთიერთობის ყველა პრობლემა მათი პარტნიორის პასუხისმგებლობაა.
კურო
კურო საშინლად ჯიუტია და ხშირად აქვს პრობლემები საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ ან განსხვავებული ხედვები აქვთ. ის ხშირად არ არის მზად კომპრომისისთვის, ამიტომ მათ არ შეუძლიათ ადამიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობები.
მერწყული
მერწყულები რთულად ურთიერთობენ შეყვარებულებთან, რადგან მათ უჭირთ სხვისი ემოციების გაგება და წაკითხვა, მაგრამ ამავე დროს, ისინი საკუთარი გრძნობებისადმი ყურადღებას ითხოვენ. მერწყულებმა ურთიერთობის შესანარჩუნებლად უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ და ემოციურ ფონზე შორდებიან მეორენახევარს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე
ნიშნები, რომლებსაც უჭირთ ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნება
ესენი არიან: ტყუპები, მშვილდოსანი, კურო და მერწყული