მიტევების და პატიების უნარი ყველას არ აქვს. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც უჭირთ პატიება

ესენი არიან – მორიელები , კირჩხიბები და თხის რქები

ჰოროსკოპი.გე –

მორიელებიდან დავიწყოთ – ბევრმა იცის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები განთქმულნი არიან თავიანთი “მწვავე” გუნებით და მოულოდნელი თავდასხმით. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს კარგად დაგეგმილი და გააზრებული გეგმა – მორიელებს ყველაფერი ახსოვთ, ისინი უბრალოდ უკმაყოფილებას აგროვებენ საკუთარ თავში და ელოდებიან შესაფერის მომენტს და როდესაც ეს მომენტი დადგება, ისინი თავდასხმაზე გადადიან. მორიელი თვლის, რომ პატიება და მეორე შანსი არასაიმედოა და ის თავს იცავს შესაძლო ხელახალი ღალატისგან.

მგრძნობიარე და დაუცველი, ასეთია კირჩხიბი . ისინი ასევე არასდროს პატიობენ მოწინააღმდეგეს. მისი წყენა შეიძლება წლობით გაგრძელდეს – ასევე, ისინი ცხოვრებიდან შლიან მათ, ვისთანაც შეუძლებელია ნდობის აღდგენა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ კირჩხიბმა შეიძლება არც იფიქროს, რომ ვინმე ავნებს მას – მაშინ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შანსი ნულდება.

შურისმაძიებელთა სიაში ასევე, თხის რქები გვევლინებიან. მათ ხასიათი არ აძლევთ საშუალებას, რომ უბრალოდ აიღონ და აპატიონ ვინმეს. აქედან გამომდინარე, ღირს მეტად დაფიქრება, სანამ ამ ნიშნის წარმომადგენლების შეურაცხყოფას გადაწყვეტთ – ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ და რანაირად დაგესხმებათ თავს თხის რქა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემუშავდება და განხორციელდება შურისძიების მკაფიო და გააზრებული გეგმა.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც უჭირთ პატიება