გილოცავთ ახალ 2021 წელს!

გამოდის, რომ 2021 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. ასტროლოგმა ამაზე ვრცლად ისაუბრა. რას უნდა ველოდოთ 2021 წლიდან ( ყველა ზოდიაქოს ნიშანი )

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

გექნებათ არჩევანი, უნდა ამოირჩიოთ ორიდან ერთი გზა და მიყვეთ მას. გელოდებათ კარგი დღეები. მძიმე შრომის შედეგად მიაღწევთ წარმატებებს.

კურო

თქვენ 2021 წელს გახდებით კაცობრიობის იმედი, ერთგვარი ნეო, რომლის ამოცანაა მატრიცის გატეხვა. საერთოდ, ეს ის წელია, როდესაც კურო გახდება პატარა მერწყული, რადგან ამ ნიშნისგან შესაბამისი ენერგია შემოვა თქვენში. თქვენ შეძლებთ გადაწყვიტოთ ბევრი რამ, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა პროფესიისა და ურთიერთობების სფეროში, შეძლებთ რაღაცის გამოგონებას და რეფორმირებას.

ტყუპები

2021 წელს უფრო მეტი უპირატესობა გაქვთ – ეს გავლენას მოახდენს თქვენს სამუშაოზე. თითქმის მთელი წლის განმავლობაში, თქვენი ნიშანი შეიცავს მთვარის აღმავალ კვანძს, იზიდავს სწორ ხალხს, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, რომ აღარაფერი ვთქვათ იუპიტერზე. რომელიც კოსმოსურ მხარდაჭერას მოგცემთ განათლების, რელიგიისა და იურიდიული კონსულტაციის საკითხებში.

კირჩხიბი

წლის განმავლობაში თქვენ მოიპოვებთ ხალხის ნდობას, რომლებიც დაინახავენ, თუ როგორ აგვარებთ რთულ პრობლემებს. ან დაკარგავთ ხალხის გარკვეულ მხარდაჭერას, თუ ღირსეულად ვერ უმკლავდებით სირთულეებს. ასევე, გექნებათ იღბლიანი პერიოდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იუპიტერი თევზების ნიშანში შევა 14 მაისიდან 28 ივლისის ჩათვლით.

ლომი

გელით წარმატებული 2021 წელი – აგისრულდებათ ყველა ოცნება.

ქალწული

წელს საჭიროა ყველაფერი სრულყოფილებამდე მიიყვანოთ, მიუხედავად 2020 წლის ქარიშხლებისა. მთელი წლის განმავლობაში გექნებათ კარგი ჯანმრთელობა.

სასწორი

როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის – პირადი ცხოვრებაც და სამუშაოც / განათლებაც. თუ უფრო გახსნილი ხართ ახალი იდეების, ექსპერიმენტების მიმართ, ეს მომავალში მხოლოდ შესაძლებლობებს მოგცემთ.

მორიელი

წელს დიდი შანსი გაქვთ, რომ სწრაფად მოერგოთ სიტუაციებს და დაეუფლოთ ახალ უნარებს. თქვენი შვილები აღფრთოვანებული დარჩებიან თქვენი წარმატებებით.

მშვილდოსანი

ბედმა კარგი ბარათები მოგცათ ამ წლისთვის: არსებობს კოზირი, მაგალითად, რომლის წყალობითაც გექნებათ შესაძლებლობები სწავლისა და თვითგანათლების სფეროში.

თხის რქა

წელს, ერთდროულად ორი, მძიმე წონითი პლანეტა ტოვებს თქვენს ნიშანს: იუპიტერი და სატურნი, რაც ნიშნავს, რომ მკვეთრი ცვლილებების დრო მოდის, ვფიქრობ, ამის წინააღმდეგი არ ხართ.

მერწყული

2021 წლის განმავლობაში იქნებით ლიდერები.

თევზები

პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია გირჩევთ, რომ იფიქროთ თქვენს ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, იუპიტერის ხანმოკლე შესვლა თევზებში 14 მაისიდან 28 ივლისის ჩათვლით წარმატებას მოგიტანთ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რას უნდა ველოდოთ 2021 წლიდან ( ყველა ზოდიაქოს ნიშანი )