თანამედროვე სამყაროში, გარეგნობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რის გამოც, ადამიანები მუდმივ ბრძოლაში არიან, ზედმეტ კილოგრამებთან. რატომ ვიმატებთ წონაში? (ზოდიაქოს ყველა ნიშანი)

ასტროლოგები თვლიან, რომ ნიშანი, რომლის ქვეშაც ადამიანი დაიბადა, დიდ გავლენას ახდენს მის წონაზე.

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძები ხშირად იმპულსურად ჭამენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ძალიან ბევრი ჭამეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჭამას დაასრულებენ. ამიტომ, ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ უფრო ზომიერად მიიღონ საკვები.

კურო

რაც შეეხება კუროს, ისინი საკმაოდ ხარბები არიან. სიხარბე ვრცელდება საკვებზეც. მათ უნდა შეცვალონ უსარგებლო და არაჯანსაღი საკვები, ჯანსაღი და მეტად დიეტური საკვებით.

ტყუპები

ტყუპების წონის პრობლემებს, მათ ქაოტურ ცხოვრების წესს უკავშირებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ძალიან არაორგანიზებულები არიან, რაც ზედმეტ კილოგრამებზე აისახება. უნდა შექმნათ კვების გრაფიკი და თავიდან აიცილოთ არაჯანსაღი კვება.


კირჩხიბი

კირჩხიბებს, ჭარბი წონა ფიზიკური დატვირთვის არარსებობის გამო აქვთ. ასტროლოგები გირჩევე დაიწყოთ ვარჯიში და ისერინოთ ბევრი.ამ ნიშნისთვის, პილატესი არის საუკეთესო არჩევანი.

ლომი

2021 წელს, დამატებით კილოგრამებს მოგიტანთ მეგობრებთან შეხვედრები, კაფეებსა და სხვადასხვა წვეულებებზე. თქვენ უნდა გაუძლოთ ცდუნებებს და ასევე მოუკლოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებულებმა, კარგად იციან სწორი კვების მნიშვნელობა, მაგრამ ისინი ხშირად ჭამენ არაჯანსაღად. ნიშნის წარმომადგენლები ბევრს მუშაობენ და საჭმელს მიირთმევენ საღამოობით. მათ ურჩევენ, რომ საკვები სამსახურში ატარონ, კონტეინერით.

სასწორი

სასწორებს ძალზე სუსტი ნებისყოფა აქვთ. მათ უარის თქმა არ შეუძლიათ უვარგის საკვებზე, რაც აისახება ვიზუალზეც. მაშინაც კი, თუ ისინი მცირე ოდენობით ჭამენ მაღალკალორიულ საკვებს, ამას შეიძლება სწრაფად მოჰყვეს წონის მომატება.

მორიელი

მორიელები ხშირად ჭამენ მოწყენილობის გამო. იმისათვის, რომ წონაში არ მოიმატოთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ იპოვნოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც საჭმლისგან ყურადღებას გადაგატანინებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ტკბილეულის მოყვარულია. ამიტომ მათ ურჩევენ, რომ რაციონში ტკბილეული მაქსიმალურად შეზღუდონ.

თხის რქა

თხის რქები ითვლებიან ნამდვილ პერფექციონისტებად. თუ გინდათ, რომ გამოიყურებოდეთ კარგად, თქვენ უნდა დაიცვათ, კვების, მკაცრი გრაფიკი და გრაფიკში, შეიტანოთ ჯანსაღი საკვები.

მერწყული

მერწყულებს, საერთოდ არ შეუძლიათ უარი თქვან არაჯანსაღ საკვებზე. ნუ გააგრძელებთ მასე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს წონის მნიშვნელოვნად მომატების საშიშროება.

თევზები

თევზები ძალიან ემოციურები არიან, ისინი ჭამენ მხოლოდ იმიტომ, რომ მწუხარებას გაუმკლავდნენ. მნიშვნელოვანია ისწავლოთ, რომ საჭმელი არ დაუკავშიროთ, საკუთარ, ემოციურ კომფორტს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რატომ ვიმატებთ წონაში? (ზოდიაქოს ყველა ნიშანი)