ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – დღევანდელ ჰოროსკოპში წაიკითხეთ, თუ რა უნდა დაკიდოთ ნაძვის ხეზე, რათა წარმატებები მოიზიდოთ მომავალ 2021 წელს. რა უნდა ჩამოვკიდოთ საახალწლო ნაძვის ხეზე, რომ იღბალი მოვიზიდოთ

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ “თეთრი ხარის” თვალწარმტაცი და სიყვარულით გაკეთებული (ან უბრალოდ ძალიან ლამაზი) ფიგურა. ეს გახდება თქვენთვის თილისმა, რომელიც 2021 წელს ხელს შეუწყობს კომერციულად მომგებიანი ალიანსების შექმნას და მოიზიდავს ფინანსურ ნაკადებს. განათავსეთ სათამაშო საპატიო ადგილას ისე, რომ ის კარგად ჩანდეს.

კურო

ოჯახში თაობიდან თაობას გადაცემული ნივთი უნდა მოიძიოთ და ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე. 2021 წელს, თქვენ არა მხოლოდ შეინარჩუნებთ ყველაფერს, რაც გაგაჩნიათ, არამედ მიიღებთ ხვავს და ბარაქას დამატებით. მიაღწევთ რაღაც გრანდიოზულს, ისეთს რაც შემდეგ გადაეცემა შვილებს და შვილიშვილებს.

ტყუპები

ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ ლამაზი და ძალიან ელეგანტური ვარსკვლავი – ის მომავალ წელს გიკარნახებთ სწორ ნაბიჯებს. არ მოგცემთ სწორი კურსიდან გადახვევის საშუალებას და არაერთხელ გიბიძგებთ სწორი არჩევანის გაკეთებისკენ. ვარსკვლავი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სათამაშო, მთავარია ის ანათებდეს და იყოს ვერცხლისფერი.

კიბო

ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ პატარა, საახალწლოდ გაფორმებული ჩარჩოები. იმ ადამიანების ფოტოებით, რომლებიც განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის და ვისაც უსურვებთ ბედნიერებას – 2021 წელს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ნათესავებზე.

ლომი

ნაძვის ხეზე უნდა ჩამოკიდოთ შოკოლადის მონეტები. მომდევნო წელს, ისინი ხელს შეუწყობენ თქვენს გამდიდრებას. ასევე დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებაში, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით.

ქალწული

გირჩევთ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ ის, რასაც კარგ დასვენებას და შესანიშნავ არდადეგებს უკავშირებთ. მომავალ წელს, ინტენსიური მუშაობა ჰარმონიულად გაწონასწორდება ნათელი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით და აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს სრულად გამოჯანმრთელებას. რაც მთავარია, თქვენ სიტყვასიტყვით მოაგვარებთ ყველაზე რთულ პირადულ, სასიყვარულო, საოფისე და ყოველდღიურ დავალებებს.

სასწორი

ნაძვის ხეზე უნდა ჩამოკიდოთ, რაიმე ძალიან ელეგანტური ან მეტად მხატვრული. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თქვენი ცხოვრება 2021 წელს სავსე იქნება ყველაფერი ლამაზით: მოვლენებით, შთაბეჭდილებებით, ხალხით, ფიქრებით და გეგმებით.

მორიელი

გირჩევთ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ რაიმე მსუბუქი, ჰაეროვანი და თითქმის უწონო. ეს შეიძლება იყოს ვერცხლისფერი ბუმბული ან ბანალური ფიფქი. მომავალ წელს, ეს ხელს შეუწყობს პირქუში აზრების და მოსაზრებების თავიდან აცილებას, ხელს შეუწყობს რთული გადაწყვეტილებების მარტივად მიღებას და გაქრება პრობლემები.

მშვილდოსანი

ნაძვის ხეზე უნდა ჩამოკიდოთ ნებისმიერი ახალი ნივთი. მთავარია ამ ნივთს ჰქონდეს სული და შეგეფერებოდეთ თქვენ – შემდეგ ის გახდება წარმატების გასაღები თქვენს საქმიანობაში.

თხის რქა

გირჩევთ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ ზღაპრული / მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც ბავშვობიდან გიყვარდათ ან ახლახან მოახდინა შთაბეჭდილება თქვენზე. ის გახდება თქვენთვის ერთგვარი სახელმძღვანელო რაღაც მაგიისკენ. რაც თავის მხრივ, თქვენს ცხოვრებას უფრო ნათელს, მრავალფეროვანს და სადღესასწაულოს გახდის.

მერწყული

ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ სათამაშო, რომელიც მეტაფორულად ან საკმაოდ პირდაპირ არის თქვენი ოცნების განსახიერება. მაგალითად, თუ მანქანაზე ოცნებობთ, ჩამოკიდეთ სათამაშო მანქანა. თუ გსურთ უცხო ქვეყნის მონახულება – მისთვის რაღაც ტრადიციული და მასთან დაკავშირებული სათამაშო ჩამოკიდეთ და თუ გსურთ ნათელი და შთამბეჭდავი ცვლილებები – ფეიერვერკები დაკიდეთ ნაძვის ხეზე.

თევზები

ნაძვის ხეზე უნდა ჩამოკიდოთ რამოდენიმე ფრთიანი ფერია – მომავალ წელს ისინი რეგულარულად დაგეხმარებიან თქვენს საქმეებში და ხელს შეუწყობენ ნებისმიერი მიზნის მიღწევას. კარგი იქნება, თუ მათ სახელებს დაარქმევთ და თითოეულ მათგანს მშვიდად ესაუბრებით. ნუ დაივიწყებთ თავაზიანობას – უთხარით, რა ლამაზი და მომხიბვლელია ფერია, ასევე შეამკეთ კარგი სიტყვებით. ისინი მეტად ეცდებიან იმუშაონ თქვენს სასარგებლოდ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რა უნდა ჩამოვკიდოთ საახალწლო ნაძვის ხეზე, რომ იღბალი მოვიზიდოთ