ტანსაცმლის ფერი გავლენას ახდენს თქვენს კეთილდღეობაზე, განწყობაზე და წარმატებაზეც კი. რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით

სხვადასხვა ფერის ქსოვილის ტალღები აისახება თქვენს ენერგეტიკულ ველზე და აუცილებლად მოქმედებს სამყაროზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ატაროთ მხოლოდ ის ფერი, რომელიც შეესაბამება კვირის დღეს, ეს ნიშნავს, რომ სასურველია შეიტანოთ ამ ფერის ტანსაცმლის მინიმუმ ერთი ატრიბუტი.

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

როგორ უნდა “დაალაგოთ” თქვენი გარდერობი კვირის დღეების მიხედვით

კვირა

მზის დღე. ამ დღეს მოაქვს სიხარულისა და შემოქმედების ენერგია.

ხელსაყრელი ფერებია ტანსაცმელში: ოქროსფერი და ყვითელი.

მისაღებია: თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი და ღია მწვანე.

ორშაბათი

მთვარის დღე. კვირის პირველ დღეს ახასიათებს არასტაბილური და ცვალებადი განწყობა.

ხელსაყრელი ფერები: ვერცხლისფერი, თეთრი, ყვითელი და ლურჯი.

მისაღებია: ვარდისფერი, მწვანე, ნაცრისფერი და შოკოლადისფერი.

სამშაბათი

მარსის დღე ატარებს აქტიურ ენერგიას

ხელსაყრელი ფერები: წითელი და ყავისფერი.

მისაღებია: ლურჯი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და წითელი.

ოთხშაბათი

მერკურის დღე გამოირჩევა ხელსაყრელი ატმოსფეროთი. მერკური განასახიერებს მეტყველებას, კომუნიკაციასა და ვაჭრობას, არეგულირებს განათლებას, წერას და მიზანმიმართულ აზროვნებას.

ხელსაყრელი ფერები: ნაცრისფერი და ყვითელი.

მისაღებია: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი და ოქროსფერი.

ხუთშაბათი

იუპიტერის დღე ხასიათდება დადებითი ენერგიით. ბედნიერი დამთხვევები ყველაზე ხშირად ხუთშაბათს ხდება.

ხელსაყრელი ფერები: მეწამული, იასამნისფერი და ვარდისფერი.

მისაღებია: წითელი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი და თეთრი.

პარასკევი

ვენერა მშვიდი და ჰარმონიულია

ხელსაყრელი ფერები: ლურჯი, ფირუზისფერი, თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი.

მისაღებია: ნაცრისფერი, მწვანე და ყავისფერი.

შაბათი

სატურნის დღე გარშემორტყმულია საკუთარ თავში ჩაძირვისა და თვითშემეცნების იდუმალი ენერგიით.

ხელსაყრელი ფერები: შავი, მუქი ლურჯი და ნაცრისფერი.

მისაღებია: ყავისფერი და მწვანე.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით