ახალ წლამდე სულ რამოდენიმე კვირაა დარჩენილი, მაგრამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ბევრი რამის დასრულება სჭირდებათ. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2021 წლის დადგომამდე (ყველა ზოდიაქო)

ასტროლოგმა ლილია ლიუბიმოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საკითხი, წელს არის ყველა ნათესავისა და მეგობრისთვის საჩუქრის შეძენა. ასევე არსებობს პირადი რეკომენდაციები.

ყველა ზოდიაქოს ნიშანი : ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძის მთავარი ამოცანაა, რომ არ დაივიწყონ საკუთარი თავი, ჯანმრთელობა და სპორტული საქმიანობა. 2020 წლის ბოლომდე ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა დაგეგმონ სპორტული ღონისძიებები. ასტროლოგი გირჩევთ, რომ წინასწარ შეისწავლოთ ყველა შესაძლო შეთავაზება და დიდი ფასდაკლება სპორტულ დარბაზებზე. რათა მომავალი წლიდან შეიძინოთ აბონიმენტი და დაიწყოთ აქტიურად მუშაობა თქვენს სხეულზე.

კურო

ასტროლოგი რეკომენდაციას იძლევა, რომ კურო წლის ბოლოს უფრო სერიოზულად მოეკიდოს საახალწლო საჩუქრების შეძენას. ლიუბიმოვას აზრით, კუროს ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ეკონომიურები არიან, მაგრამ ახლა შავი მთვარის გავლენით, ეს შეიძლება სიძუნწემდე გადაიზარდოს.

ახალი წლის ღამეს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გაახაროთ თქვენი ოჯახი და მეგობრები.

ტყუპები

ასტროლოგი გირჩევთ, რომ ორიენტირებული იყოთ მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და დამყარებაზე. თუ ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ რაიმე გაუგებრობა, უთანხმოება სხვებთან, აუცილებელია ყველაფრის გარკვევა და მოგვარება.

ტყუპებისთვის წლის საუკეთესო დასასრული იქნება დაკარგული მეგობრობისა და ოჯახური კავშირების განახლება.

კირჩხიბი

ასტროლოგი შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია იფიქროთ საკუთარ თავზე და თქვენს ჯანმრთელობაზე.

თქვენ უნდა დაუთმოთ დრო დასვენებას, თქვენი სხეულისა და სულის მოვლას.

ლომი

მათ უფრო მეტი უნდა იფიქრონ საახალწლო საჩუქრებზე, ვიდრე სხვებმა.

ქალწული

ქალწულებისთვის, წლის ბოლო ორი კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია. ამ დროს ყველაფერი უპრობლემოა თქვენთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მომავალი წელიც ასე დაიწყოთ. ყურადღება გაამახვილეთ ადამიანებზე და მათი სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

სასწორი

ზოგადად, გადახედეთ თქვენს პირად ცხოვრებას და ახლობლებთან ურთიერთობას. ლილია ლიუბიმოვა, მარტოხელა სასწორს ურჩევს პრინციპულად იფიქროს პირად ცხოვრებაზე, რადგან უახლოეს მომავალში ვარსკვლავები მათ თავიანთი სიყვარულის პოვნის შანსს მისცემენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დრო 2021 წლის სურვილების რუკის შედგენისთვის.

მორიელი

მორიელები მთელი წლის განმავლობაში წარმატებით ფუსფუსებდნენ და დასვენებას იმსახურებენ, თუმცა დასვენება სულაც არ არის ამ ნიშნის ძლიერი მხარე.

მორიელებისათვის კარგი პერიოდია, რომ იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე, იფიქრონ საახალწლო სამოსზე.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დრო, რომ დაგეგმონ ყველა შეხვედრა, მივლინება, მოგზაურობა, რომლებიც დიდი ხანია ჩაფიქრებული გქონდათ. წელს, ეს არის ხელშეკრულებების გაფორმების, მივლინებების განხორციელების დრო.

თხის რქა

თხის რქები, წლის ბოლო, ორი კვირის განმავლობაში ისევე გრძნობენ ენერგიას, როგორც ვერძები. შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ.

მერწყული

მერწყულს დასვენება სჭირდება, რათა შემდეგ წელს მოიკრიბოს ძალა საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

თევზები

ლილია ლიუბიმოვა გირჩევთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ბევრი დაისვენონ, იარონ ბუნებაში და ისუნთქონ სუფთა ჰაერი, ასევე იფიქრონ ბევრი.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2021 წლის დადგომამდე (ყველა ზოდიაქო)