ასტროლოგების თქმით, ვარსკვლავების კომბინაციას შეუძლია განსაზღვროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების კვებითი ჩვევები. როგორ ავირჩიოთ დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძებს უყვართ კალორიული და გემრიელი საკვები, ამიტომ მათ ხშირად ჭარბი წონა აწუხებთ. მათთვის უმჯობესია შეწყვიტონ შემწვარი ხორცის, არაჯანსაღი საკვებისა და ცხოველური ცხიმების ჭამა, შეამცირონ მარილი, ტკბილი და სწრაფი ნახშირწყლები. უნდა იკვებოთ სამჯერადი კვებით. დიეტაში უნდა დატოვოთ ბურღულეული, თევზი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები.

კურო

კუროს აქვს შენელებული მეტაბოლიზმი, ამიტომ ზედმეტმა ჭამამ ​​შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის წონას. სჯობს მენიუში შეიტანოთ რძის პროდუქტები, თხილი, ხილი და ზღვის პროდუქტები.

ტყუპები

ისინი, ნებისმიერ სტრესს ანეიტრალებენ სწრაფი კვების და ტკბილეულის საშუალებით. ტყუპებმა უმჯობესია ცხიმიანი და შემწვარი საკვები მთლიანად ჩაანაცვლონ ყველით, კვერცხით, ბურღულეულით, დიეტური ხორცითა და თხილით.

კირჩხიბი

კირჩხიბებს აქვთ სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა. მათთვის მნიშვნელოვანია თევზისა და ზღვის პროდუქტების მიღება. ნედლი ხილი, ბოსტნეული, ნამცხვრები და ტკბილეული მათთვის შესაფერისი არ არის. ამ ნიშნისთვის დიეტა უნდა შეიცავდეს უცხიმო თევზს, ფრინველს, რძის პროდუქტებს და ბურღულეულს.

ლომი

ლომებს უყვართ გემრიელი საჭმელი. მათ მოსწონთ ტკბილი, შემწვარი და ცხიმიანი. ფოსფორის მქონე პროდუქტები ხელს შეგიწყობენ წონის კლებაში: წიწიბურა, ხორბალი, შვრიის ფაფა, თევზი, კვერცხი, კაკაო და სოია. ჯობია თავი აარიდოთ ალკოჰოლს, საკონდიტრო ნაწარმს, ტკბილეულს და მძიმე საკვებს.

ქალწული

ქალწულებს როგორც წესი, თავად შეუძლიათ აირჩიონ სწორი საკვები. მათ უნდა მიირთვან მეტი ყაბაყი, ვაშლი, წიწიბურა, შვრია და ფეტვი, ისევე როგორც მაკარონი, ბროწეული, ყურძენი და გარგარი.

სასწორი

სასწორს უყვარს უზომოდ საკვების მიღება, რასაც შეიძლება პრობლემები მოჰყვეს. ნუში, სიმინდის, ატმის და ჭარხლის ჭამა დაგეხმარებათ შეშუპებასთან ბრძოლაში. სასწორებმა მენიუდან უნდა ამოიღონ რძე, შებოლილი ძეხვეული და ნამცხვრები.

მორიელი

მორიელები ხშირად მიირთმევენ ქუჩაში, სიარულის დროს. ისინი მიირთმევენ სხვადასხვა არაჯანსაღ საკვებს. მათ მენიუში უნდა დაამატონ პრასი, ბევრი წყალი, ბატი, ქლიავი, ასკილი და ასევე ზღვის პროდუქტები.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი, რომელიც ჩვეულებრივ დღის განმავლობაში ენერგიულია, მისთვის ცხიმიან საჭმელების მიღება ალკოჰოლთან ერთად იშვიათი არ არის. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დიეტაში უნდა შეიტანოთ მინერალური წყლები, ჭამოთ მეტი თევზი, რძის პროდუქტები, ასკილი და პარკოსნები.

თხის რქა

თხის რქამ არ უნდა მიირთვას კონსერვირებული საკვები, შემწვარი და ტკბილი, ასევე არ შეურიოთ ცილების და ნახშირწყლების მიღება – ნელი მეტაბოლიზმის გამო. შესაფერისია ზღვის პროდუქტები, თევზი – ფტორებისა და ფოსფატების მაღალი შემცველობით. აგრეთვე საკვები პიტნის, ოხრახუშის, სალბის, ანისულის, ნიახურისა და რეჰანის შემცველობით.

მერწყული

მერწყულებს აქტიურობიდან გამომდინარე სჭირდებათ გაძლიერებული კვება და ბევრი მაგნიუმის ფოსფატი. ის გვხვდება არაქისში, წიწიბურაში, სოიასა და ლობიოში. მაგრამ არ შეიძლება შებოლილი ხორცი, საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები და ტკბილეული. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა ჭამონ ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეული, ხილი, თევზი და თეთრი ხორცი.

თევზები

თევზებს აწუხებთ ქრონიკული დაავადებები, ამიტომ მათ არ უნდა ჭამონ ცხარე ან ცხიმიანი საკვები. თევზი, წიწიბურა, ქათმის ბულიონი, ასევე ბრინჯი, ყურძენი, კაკალი და სეზონური ბოსტნეული სასარგებლო იქნება მათთვის.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

როგორ ავირჩიოთ დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით