ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველი მიღწევა, თავიდან არსებობდა მხოლოდ აზრის ან იდეის სახით. სანამ რამე მატერიალიზდებოდა და რეალიზდებოდა, ის გაჩნდა როგორც სურვილი ადამიანის სულში. როგორ ავისრულოთ სურვილები ? (ყველა ზოდიაქოს ნიშანი)

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

რატომ ხდება ასე, რომ ვიღაც სურვილებს ისრულებს და ვიღაც კი – ვერა ?

ღელვა

ადამიანი ძალიან ბევრს ღელავს, იფრქვევა და უჭირს ნერვების კონტროლი. ბევრი სურვილი არსებობს, მაგრამ ისინი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს (მე მსურს ვიყო თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ურთიერთობაში, მინდა ვიმუშაო საინტერესო სამსახურში, მაგრამ მეტი დავისვენო და ა.შ.). თუ გამოყოფთ მთავარ სურვილებს მეორეხარისხოვანისგან, მატერიალიზაციის მომენტი უფრო სწრაფად დადგება.

შიშები

ადამიანებს ხშირად აქვთ შიშები. ”მდიდარი ვიქნები – სიცოცხლეს საფრთხეში ჩავაგდებ, ცუდი ადამიანი გავხდები”, ”ცნობილი გავხდები – პირადი ცხოვრება არ მექნება” და ა.შ. შიში არის ძალიან ძლიერი ემოცია, მას აქვს ცუდი ენერგია და რა თქმა უნდა, ეს ხელს უშლის მიზნების რეალიზაციას.

სისუსტე

ხანდახან ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. თუ სურვილთან ერთად გაჩნდება აზრები “არაფერი გამოვა”, “ეს არ მოხდება”, “ეს შეუძლებელია”, მაშინ სურვილი ვერ გახდება რეალობა. ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი არის დესტრუქციული დამოკიდებულების მიტოვება.

ჭეშმარიტი სურვილი

ადამიანებმა არ იცინ, მათი ნამდვილი სურვილები. ამის ნაცვლად, ისინი ახლობლების სურვილებს ასახელებენ (“მშობლებს ეს სურთ”, “მეგობრებს მოსწონთ და ა.შ”). ასეთი სურვილები სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ სხეულის ნაწილი წინააღმდეგობას გაუწევს მათ შესრულებას. რატომ ხარჯავთ თქვენს დროს იმაში, რაც ეწინააღმდეგება თქვენს ნამდვილ მიზანს?

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

როგორ ავისრულოთ სურვილები ? (ყველა ზოდიაქოს ნიშანი)