ძველით ახალი წელი, ჩვეულებრივ აღინიშნება 13-14 იანვრის ღამეს, ახალი წლის ღამიდან, ორი კვირის შემდეგ. როგორ გავატაროთ ძველით ახალი წელი ისე, რომ იღბალი მოვიზიდოთ

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

სუფრა, ძველით ახალ წელს აუცილებელი ელემენტია. რაც უფრო მდიდარი და გემრიელია სადღესასწაულო სუფრა, მით უფრო სტუმართმოყვარე იქნება წელი. ასევე, კარგი განწყობა ძველით ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია.

მხიარული, ხმამაღალი მუსიკა, ლეგენდის თანახმად, განდევნის ბოროტ სულებს. ამიტომ, მოსაწყენი შეკრებები სიმღერების და ცეკვების გარეშე არ მოაწყოთ.

მნიშვნელოვანია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე 13 ადამიანი არ იჯდეს (ეს რიცხვი ზოგადად აკრძალულად ითვლება ძველით ახალ წელს). სუფრაზე უნდა იმყოფებოდნენ მამაკაცები და ქალები თანაბრად.

იმისთვის, რომ ახალ წელს ბევრი ფული გქონდეთ, არ უნდა დაითვალოთ ისე დღეს. ასევე, არ შეიძლება სესხის აღება ვინმესგან და ასევე გაცემა.

როგორი ამინდიც იქნება ძველით ახალ წელს, ისეთი იქნება მთელი წელი. თუ თოვლიანი და ცივი ამინდი იყო, წელი რთული და საინტერესო იქნება. ხოლო თუ თბილი და წვიმიანი, ეს იქნება დასვენებისა და განთვირთვის პერიოდი.

და რაც ყველაზე მთავარია: ნაძვის ხე ზუსტად 14 იანვარს უნდა დაშალოთ და შეინახოთ. ძველით ახალი წლის ღამეს, ის ბოლოჯერ უნდა იყოს თქვენს სახლში. გილოცავთ ძველით ახალ წელს!!!

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

როგორ გავატაროთ ძველით ახალი წელი ისე, რომ იღბალი მოვიზიდოთ