თქვენ უფრო ხშირად უნდა უყუროთ ვარსკვლავებს და მოუსმინოთ მათ რჩევებს. ასტროლოგმა დაასახელა, თუ როგორ უყვარდებათ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებს. როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძი სპეციფიკურია საკუთარი ემოციების და სიმპათიების გამოხატვაში. ისინი ხედავენ მიზანს – ვერ ხედავენ დაბრკოლებებს. ყველა ეს მოსაწყენი პრელუდია მათ არ აინტერესებთ. ისინი ხშირად ქორწინდებიან გატაცებით და შორდებიან ძალიან სწრაფად: მათ არაფერი არ აბრკოლებთ. მაგრამ თუ ვერძს სერიოზულად შეუყვარდა, ეს სამუდამოდ სიყვარულში გადაიზრდება.

კურო

მათ უყვართ საკუთარი გრძნობების გამოხატვა საქმით და ცდილობენ აჩვენონ თავიანთი მიზნის სერიოზულობა. ისინი ქორწინებაზე მხოლოდ მას შემდეგ მოდიან, როდესაც პარტნიორის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება.

ტყუპები

ტყუპებს სწრაფად უყვარდებათ, ერთდროულად რამდენიმე ადამიანიც კი. უფრო მეტიც, ისინი ყველას სათანადო ყურადღებას აქცევენ. თუ სიყვარული ძალიან ძლიერია, ცდილობენ სწრაფად დაუახლოვდნენ ვნების ობიექტს. სამწუხაროდ, ტყუპები ძალიან სწრაფად იცვლიან აზრს და გემოვნებას, მაგრამ არსებობენ გამონაკლისები.

კირჩხიბი

კირჩხიბებს არ აინტერესებთ უბრალოდ ფლირტი, ისინი მხოლოდ სერიოზულ ურთიერთობებს და დაოჯახებას ისახავენ მიზნად. მათ შეუძლიათ გრძნობების დამალვა პარტნიორისგან, მანამ სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ის ზუსტად ის ერთადერთია ვისაც ელოდა. გარდა ამისა, კირჩხიბებს არ მოსწონთ პირველი ნაბიჯის გადადგმა, ისინი ამას დაჟინებით ელიან პარტნიორისგან.

ლომი

შეყვარებული ლომი სასწაულია, ისინი ბედნიერებას ასხივებენ და ამ ენერგიას ავრცელებენ ყველგან. ცხოვრების ამ მომენტში იზრდება მათი თვითშეფასება. სიყვარულის გულისთვის, ისინი მზად არიან ყველაფრისთვის, ეს ყველაფერი მოიცავს გიჟურ რომანტიზმს. ასე რომ, ლომისგან მეხუთე სართულის ფანჯრიდან მორთმეული თაიგული გასაკვირი არ უნდა იყოს.

ქალწული

შეყვარებული ქალწული იშვიათი და რთული ვარიანტია. ისინი იმდენად არ ეძებენ ნამდვილ ემოციებს და სიყვარულს, რამდენადაც საინტერესო პარტნიორს, რომელიც ჭკვიანი და პროდუქტიული იქნება თანაცხოვრებაში. ბევრისთვის ეს უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ქალწულები ასე ცდილობენ თავიანთი სიყვარულის ჩვენებას.

სასწორი

სასწორებს არ მოსწონთ გადამწყვეტი მოქმედებები, მათ შეუძლიათ დიდი ტანჯვის გამოვლა სიყვარულისთვის, მაგრამ თვითონ პირველ ნაბიჯს არ გადადგამენ. ზოგჯერ ისინი იხსნებიან და მზად არიან თავიანთ გრძნობებზე სასაუბროთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.

მორიელი

მორიელებს ძლიერ უყვარდებათ და დაუყოვნებლივ იპყრობენ მათ გულებს. ისინი ითხოვენ მკაფიო პასუხს – ვამყარებთ თუ არა ჩვენ კავშირს. ისინი ყოველთვის ხედავენ პერსპექტიულ პარტნიორს და მზად არიან მათთვის ცხოვრება დათმონ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სიყვარულის პერიოდში ქარაფშუტაა და ნათლად გამოხატავს გრძნობებს. ის ვერ იტანს უარს და ბოლომდე იბრძვის მისი გულის მოსაგებად. მშვილდოსანთან რომანი არასდროს დაგავიწყდებათ.

თხის რქა

თხის რქებს ნაკლებად აინტერესებთ სიყვარული. ისინი უფრო მეტად ადამიანის ინტელექტით იხიბლებიან. შეიძლება მარტივად შეამჩნიოთ, რომ თხის რქები საერთოდ არ საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე.

მერწყული

მერწყულებს მუდმივად უყვარდებათ, მათთვის სტაბილური ურთიერთობა სიკვდილს ჰგავს. გიჟური ურთიერთობები მერწყულებს ააქტიურებს და ემოციების მწვერვალზე ამყოფებს. სხვათა შორის, ამ ნიშნის წარმომადგენლებს გიჟური სიყვარული შეუძლიათ.

თევზები

ხშირად თევზები იძირებიან რომანტიკულ ილუზიებში და ავიწყდებათ, რომ რეალურ ადამიანთან იმყოფებიან. ამიტომ, სიყვარულის ელვარება ორთქლდება და თევზები ძირს ვარდებიან. ისინი იშვიათად ჩერდებიან ერთ პარტნიორთან, მათ მუდმივი ალერსი და სითბო სჭირდებათ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს