ასტროლოგმა ანა ზორინამ განაცხადა, თუ რომელ ასაკში უნდა დაქორწინდნენ ზოდიაქოს ნიშნები, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ. რომელ ასაკში უნდა დაქორწინდნენ ზოდიაქოს ნიშნები

ყველა ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძები უნდა დაქორწინდნენ 18-20 წლის ასაკში ან 30 ის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ნიშნის წარმომადგენლები უაზროდ არ გაწყვეტენ კავშირს პარტნიორთან.

კურომ 25 წლის ასაკში უნდა დაიწყოს ოჯახზე ფიქრი. როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ამ ნიშნისთვის მხოლოდ პირველ ქორწინებას აქვს წარმატების შანსი. ყველა მომდევნო, სავარაუდოდ, განქორწინებით დასრულდება.

თავქარიანმა ტყუპებმა, გააზრებულად უნდა გადადგან ნაბიჯი ქორწინებისკენ და უმჯობესია თუ ამ ნაბიჯის გადადგამთ 30 წლის ასაკში.

კირჩხიბები, თავიანთი ხასიათის წყალობით, ახალგაზრდობიდანვე ცდილობენ ოჯახის შექმნას. ასტროლოგი გაფრთხილებთ, რომ კავშირი ბედნიერი იქნება, თუ ის 23-28 წლის ასაკში შეიქმნება.

ლომების პირველი ქორწინება იშვიათად რომ წარმატებული იყოს. მაგრამ 30-34 წლის ასაკში გამოცდილების მიღების შემდეგ, მათ შეუძლიათ იპოვონ იდეალური პარტნიორი.

უმჯობესი იქნება, თუ ქალი ქალწული ოჯახს შექმნის 25-35 წლის ასაკში. ხოლო ამ ნიშნის მამაკაცებმა, ქორწილზე უნდა იფიქრონ 30-დან 40 წლამდე ასაკში.

სასწორებს ქორწინებისთვის იდეალური დრო აქვთ 30 წლის ასაკში. რადგან წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახის შექმნის შანსი იკლებს. მამაკაცებისთვის 40 წლის შემდეგ სრულიად არარეალურია საკუთარი თავისთვის შესაფერისი კომპანიონის პოვნა, ირწმუნება ზორინა.

მორიელებს წარმატებული კავშირის ჩამოყალიბება შეუძლიათ ნებისმიერ ასაკში. დაქორწინება უმჯობესია 30 წლის ასაკში, მანამდე დატკბით თავისუფლებით.

მშვილდოსანი თუ მოინდომებს ყველაფერი გამოუვა. მათ ქორწინებას წარმატება ელის ნებისმიერ ასაკში.

თხის რქებმა არ უნდა იფიქრონ ოჯახზე 30 წლამდე ასაკში. უმჯობესია დრო დაუთმოთ სწავლა და კარიერას. ადრეულ ასაკში, თქვენმა უნდობლობამ და ეჭვიანობამ შეიძლება გაანადგუროს ქორწინება.

მერწყულებს ასტროლოგი გირჩევთ, რომ დროთა განმავლობაში გადაამოწმოთ ურთიერთობა პარტნიორთან, სანამ ქორწინებას გადაწყვეტთ. წარმატებული კავშირის ჩამოყალიბება 25 წლიდან შეგიძლიათ.

თევზები არ უნდა ჩქარობდნენ საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებას. მათ აშკარად იციან რა სურთ ცხოვრებისგან, ამიტომ უმჯობესია დაელოდონ იმ პარტნიორს, რომელიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რომელ ასაკში უნდა დაქორწინდნენ ზოდიაქოს ნიშნები