რა საჩუქრები უნდა გაუკეთოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს ახალი წლისთვის? ამის შესახებ ასტროლოგმა ისაუბრა. რა საჩუქარი ვაჩუქოთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახალ წელს

ყველა ზოდიაქოს ნიშანი : ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები

ჰოროსკოპი.გე –

ვერძი

ვერძებს აქვთ ძალიან დიდი ენერგია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად არ ქრება. ვერძებს მოსწონთ საჩუქარი, რომელიც მათ აქტიურობას შეუწყობს ხელს. აჩუქეთ მათ ახალი ველოსიპედი ან რაიმე რაც აქტივობასთან იქნება დაკავშირებული.

კურო

კურო მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რაც გავლენას ახდენს მათ შინაგან სამყაროზე. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ძვირადღირებულ ნივთებს.

ტყუპები

ისინი ყოველთვის ეცნობიან უახლეს ამბებს და დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებენ. სცადეთ საჩუქრის გაკეთება, რომელიც გარკვეულ გონებრივ ჩართულობას მოითხოვს. მაგალითად, თავსატეხი ან წიგნების ნაკრები. ტყუპებს ასევე უყვართ ტექნიკა, ამიტომ სმარტფონი ან ტაბლეტი შესანიშნავი ვარიანტია.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე კომფორტულად თავს სახლში გრძნობს. ისინი თავს არიდებენ ხალხთან კონტაქტს და ხალხმრავალ ადგილებს. აჩუქეთ მას რაიმე – რაც სიმყუდროვის შეგრძნბას მიანიჭებს.

ლომი

ლომებს უყვართ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მათ ყოველთვის სურთ ყურადღება მიიქციონ. საყურეები, ღია ფერის ქუდი, ხელთათმანები ან მაისური, რომელსაც აქვს ნათელი ფერები – ლომისთვის საახალწლო საჩუქრის კარგი ვარიანტია.

ქალწული

ქალწულებს ძალიან განსაკუთრებული გემოვნება აქვთ. მათ საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, მათ ძალიან მოეწონებათ საჩუქარი, რომელიც პრაქტიკული იქნება და სამომავლოდ გამოიყენებენ. იფიქრეთ კარგ ორგანიზატორზე, საათზე ან ნოუთბუქზე.

სასწორი

სასწორებს უყვართ მოგზაურობა, ხელოვნება და კულტურა. ისინი აფასებენ ცხოვრების სილამაზეს და აღიქვამენ ცხოვრებას ნათელ ფერებში. წიგნი, რომელიც სპეციალურად შერჩეულია სასწორის ინტერესებისთვის, შესანიშნავი საჩუქარი იქნება. სასწორს ასევე უყვარს ახალ ადგილებში მოგზაურობა, სამოგზაურო ადაპტერი ან მყარი ჩემოდანი გამოდგება ნებისმიერი მომავალი მოგზაურობისთვის.

მორიელი

ნუ შეგეშინდებათ მოულოდნელი საჩუქრის გაკეთება, თუ თქვენი ნდობა საკმარისად მაღალია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები უკიდურესად სპონტანურები არიან და შოპინგი შეიძლება მათთვის ძალიან სახალისო იყოს. მშვილდოსანი ავანტიურისტია. მათ წელს სურთ დრო დაუთმონ თხილამურებით სრიალს, ამიტომ სათვალე აბსოლუტურად აუცილებელია. შაბათ-კვირისთვის უქირავეთ სახლი ბაკურიანში და ეს მშვენიერი საჩუქარი იქნება მშვილდოსნისთვის, განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების დროს.

თხის რქა

თქვენ არ გჭირდებათ ძალიან ბევრი თანხის დახარჯვა. ისინი სიამოვნებით მიიღებენ თქვენგან კლასიკური სტილის ტანსაცმელს, სამკაულებს ან დეკორის ელემენტებს – რაც მათ შეეძლებათ ატარონ საქმიანი შეხვედრების დროს.

მერწყული

ეს შეიძლება იყოს ფიტნეს აბონიმენტი აუზით, სპა მომსახურება ან მაღალი ხარისხის სილამაზის პროდუქტები.

თევზი

თევზები ხშირად გადატვირთულები არიან ემოციებით. მათ მარტივად შეუძლიათ იგრძნონ ის, რასაც სხვა ადამიანები გრძნობენ. აჩუქეთ მათ სახატავი მასალები, საკითხავი წიგნები და პირადი ჰიგიენის საშუალებები, რათა თევზებმა დრო დაუთმონ ჰობს და მიიღონ პოზიტიური ენერგია იმისგან, რაც უყვართ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

რა საჩუქარი ვაჩუქოთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახალ წელს