რომელი ზოდიაქოს ნიშნები დარჩებიან ახალი წლის ღამეს სიყვარულისა და ფულის გარეშე? ამის შესახებ ტაროლოგმა გალინა იანკომ ისაუბრა. ვინ დარჩება ახალი წლის ღამეს სიყვარულისა და ფულის გარეშე ?

ესენი არიან : თევზები, სასწორი, მერწყული და ლომები

ჰოროსკოპი.გე –

თევზები

თევზები არიან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით აძლევენ უკანასკნელ ფულს უსახლკაროს – მაშინაც კი, თუ მათ უკანასკნელი ხურდები უყრიათ ჯიბეში. თევზები თავმდაბლები არიან და სხვებს ყოველთვის საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ. ისინი ხშირად აკეთებენ შემოწირულობებს საქველმოქმედო ორგანიზაციებში, აძლევენ ფულს გაჭირვებულებს, მათთვის მატერიალური კეთილდღეობა ცხოვრებაში პირველ ადგილს არ წარმოადგენს. თევზებს ყველაზე მეტად მოსწონთ ფული იმიტომ, რომ თანხების არსებობის შემთხვევაში, მათ ხალხის დახმარება შეუძლიათ. დეკემბერში, თევზები ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენდება, ფულის სესხების მიზნით.

სასწორი

ის ზედმეტად გულღიაა – ისინი ცდილობენ თვალყური ადევნონ თავიანთ ფულს და დაზოგონ შავი დღისთვის, მაგრამ თვის ბოლოს ისინი ყოველთვის ამოწმებენ კონტაქტების სიას და ცდილობენ იპოვონ ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება. სასწორი ძალიან გულუბრყვილო ადამიანია, ამ მიზეზის გამო მათთვის ძნელია იპოვონ ადამიანი, რომელიც მათ გულწრფელად მოექცევა.

მერწყული

მერწყულებს ურჩევნიათ ჰქონდეთ ახალი კომპიუტერი ან სმარტფონი, ვიდრე გააბევრონ თავიანთი ბიუჯეტი. ისინი უკიდურესად არათანმიმდევრულები არიან, როდესაც საქმე ეხება მათ ფინანსებს, ასევე მათ მართვას. მერწყულები ახალ წლამდე შეიძლება ძალიან დაბნეულები იყვნენ როგორც მატერიალურ საკითხებში, ასევე სასიყვარულო ფრონტზე.

ლომი

მათ უყვართ ზღაპრული საჩუქრების გაკეთება ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ და საკუთარ თავისთვისაც კი. ლომები იაფ ნივთებს არ ყიდულობენ: ისინი საუკეთესო ხარისხს არჩევენ – ლომებს უყვართ საკუთარი თავის განებივრება და როდესაც მათ სჭირდებათ ფეხის მასაჟი, საოცარი მანიკური ან სპა მომსახურეობა, ისინი ქალაქის საუკეთესო სალონისკენ მიემართებიან. 2020 წლის ბოლოს ნიშნის მრავალი წარმომადგენელი აღმოჩნდება შარში – მოსალოდნელია კონფლიქტი მეორენახევართან და ფულის დაკარგვა.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ვინ დარჩება ახალი წლის ღამეს სიყვარულისა და ფულის გარეშე ?