ოჯახის ფსიქოლოგმა სტანისლავა ზარუდნაიამ რამდენიმე რჩევა მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიცილოთ სტრესი სახლის პირობებში.
ჰოროსკოპი.გე –
სპეციალისტის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია თქვენი გაღიზიანების ფურცელზე გადატანა – დაწერეთ ფურცელზე ის ყველაფერი რაც გაწუხებთ.
“დარწმუნდით, რომ თქვენი წერილი არ მოხვდება სხვა ადამიანის ხელში, განსაკუთრებით თუ ის თქვენი ნეგატიური ემოციების მიზეზია.” – თქვა მან.
ამის გარდა, სტრესის მოშორების კიდევ ერთი გზა არსებობს – მედიტაცია. ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ დრო და მოთავსდეთ კომფორტულად, დახუჭეთ თვალები და ისუნთქოთ ღრმად.
ფსიქოლოგმა განმარტა, რომ მედიტაციისთვის ვიზუალიზაციაც უნდა გამოიყენოთ და შექმნათ საკუთარი “მედიტაციური სივრცე”.
