ასტროლოგიის მოყვარულებმა იციან, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს საკუთარი უპირატესობა და ნაკლები. ( უარყოფითი მხარეები )

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებსაც ხასიათში აქვთ უფრო მეტი უარყოფითი მხარე.

ესენი არიან : მერწყული, სასწორი, მორიელი, კურო და მშვილდოსანი

ჰოროსკოპი.გე –

მერწყული არის ადამიანი, რომელიც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ამიტომ მათი უარყოფითი მხარეები არც ისე ადვილი შესამჩნევია. ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად აღიქვამენ როგორც “საკუთარი თავის ადამიანებს” : მათ შეუძლიათ დაპირდნენ და დაივიწყონ, მიიღონ გადაწყვეტილება და შეცვალონ ის პროცესში. ამიტომ ხალხს ნამდვილად არ მოსწონს მერწყულთან საქმიანი ურთიერთობა.

სასწორი საკმაოდ საიდუმლო ნიშანია, ამიტომ ბევრისთვის მისი უარყოფითი მხარეები არც ისე აშკარაა. ერთი შეხედვით, ისინი საუკეთესო ადამიანები არიან. თუ სასწორი თქვენი მეორენახევარია, შეიძლება აღმოჩნდეთ – მათი აუტანელი ხასიათის და უარეს შემთხვევაში კი ტირანიის წინაშე.

მორიელი რთული ნიშანია. ის ხშირად არც კი ცდილობს “მინუსების” დამალვას, რადგან სხვისი აზრი არ აწუხებს. მორიელის მთავარი უარყოფითი თვისებებია ეჭვიანობა და შურისძიება. მან იცის, თუ როგორ იძიოს შური სასტიკი და დახვეწილი გზით.

კურო არ ცდილობს მინუსების დამალვას – ამიტომ მისი “უარყოფითი მხარეები” ზედაპირზე ჩანს. მათ არ უყვართ ცვლილებები და არასოდეს მიდიან დათმობებზე. კურო არ მოიხდის ბოდიშს, რადგან მას არ აწუხებს სხვისი გრძნობები.

მშვილდოსანი ყველაზე ეგოისტური ნიშანია. მას უყვარს საკუთარი თავი და თავისუფლება, ამიტომ ურთიერთობებს ძალიან მცირე მნიშვნელობას ანიჭებს. სხვებისთვის მათი უარყოფითი მხარე, ძირითადად მათივე თავისუფლებაა.

თუ თქვენ ან თქვენი ახლობლები ამ სიაში ხართ, გამოასწორეთ “უარყოფითი მხარე” ან შეეგუეთ მათ – არჩევანი თქვენზეა.

მარიან ბასი, ასტროლოგი და ტაროს მკითხველი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ასევე გადახედეთ: