მრავალ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს, ადამიანის ცუდი ძილის რეჟიმზე. უძილობა – რჩევები ფსიქოლოგისგან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ უძილობას

ჰოროსკოპი.გე –

მაგალითად, შფოთვა და ცხოვრების დაჩქარებული ტემპი, მაგრამ არსებობს გზები, რომლებიც დაგეხმარებათ საკმარისად გამოძინებაში. შინ ჰუიმ, პეკინის საავადმყოფოს ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მთავარი ექიმის მოადგილემ, აღნიშნა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია დილის შვიდ საათზე ადგომა და ადრე დაძინება – ეს არის კარგი ჩვევა, რომელიც გააუმჯობესებს ძილს.

”თუ ამ რეჟიმს გარკვეული დროით დაიცავთ, იქნებით ჯანსაღები და მუდამ ენერგიულები”, – თქვა ექსპერტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძილის წინ ღირს ტელეფონების გადადება, რადგან ეკრანის შუქი ართულებს მელატონინს, ძილის ჰორმონის სინთეზს. სწრაფად რომ დაიძინოთ, სპეციალისტი გირჩევთ უარი თქვათ ყავაზე და მაგარ ჩაიზე.

ასევე სასარგებლოა თბილი წყლის აბაზანის მიღება ძილის წინ. წიგნების კითხვა და სუნთქვითი ვარჯიშებიც არ იქნება ზედმეტი.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

უძილობა – რჩევები ფსიქოლოგისგან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ უძილობას