იღბლიანობას მხოლოდ დაბადების თარიღი არ განსაზღვრავს, ვინაიდან ადამიანის ბედი მხოლოდ მის ხელშია. ყველაზე დეპრესიული ზოდიაქოს ნიშნები

სწორედ ამიტომ, ასტროლოგები, ხაზს უსვამენ უიღბლო ნიშნებს, საუბრობენ მხოლოდ თვისებებზე და მათთვის დამახასიათებელ რეაქციებზე სტრესულ სიტუაციებში. ზოდიაქოს სამი ნიშანი უფრო ხშირად წუწუნებს, ვიდრე დანარჩენები და არ არიან კმაყოფილი ცხოვრებით.

ესენი არიან: ქალწული, მორიელი და კირჩხიბი

ჰოროსკოპი.გე –

ქალწული

ქალწულები გამოირჩევიან წონასწორობით, მაგრამ როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოდიან – ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ ემოციებს. თუ ჩვეულებრივ დროს ისინი ძალიან პასუხისმგებლიანები და გონივრულები არიან, სირთულეების დროს ძალიან ღიზიანდებიან და ემოციურად რეაგირებენ ყველაფერზე.

ამან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია ქალწულებში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპტიმისტურად გამოიყურებიან, შინაგანად პესიმისტები არიან.

მორიელი

გრძნობების დამალვა არის მთავარი პრობლემა, რაც მათ უბედურს ხდის. ისინი არ არიან გრძნობების გამოხატვის მომხრეები, ურჩევნიათ იყვნენ მკაცრები და საკუთარ თავებში ჩაკეტილები.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ამის ორი მიზეზი აქვთ. პირველ რიგში, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ ეჭვიანობა. მეორეც – მათ საშინლად ეშინიათ მარტოობის. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა მათზე უარყოფითად მოქმედებს.

ასევე, ასტროლოგები ხშირად თევზებს და თხის რქებს უიღბლო ნიშნებში ასახელებენ.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ყველაზე დეპრესიული ზოდიაქოს ნიშნები