ასტროლოგებმა დაასახელეს ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშნები.

ესენი არიან: კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა და ქალწული

ჰოროსკოპი.გე –

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შესაფერისი, ”კომფორტული” პარტნიორის პოვნა და მასთან ერთად ყოფნა. კირჩხიბები არ არიან მიჩვეული ოჯახის დანგრევას. თუ პარტნიორი აფასებს კირჩხიბს, მაშინ მას აზრადაც არ მოუვა ღალატი, ამბობენ ასტროლოგები.

მორიელი

მორიელები უაღრესად ერთგულები არიან. მორიელისთვის ღალატის მთავარი მიზეზი შურისძიებაა. თუ პარტნიორი არის ერთგული და კეთილსინდისიერი, იგი სამაგიეროდ იგივეს მიიღებს მორიელისგან. მორიელები გასცემენ იმას, რასაც ღებულობენ.

თხის რქა

თუ თხის რქები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ურთიერთობით, ისინი დაუყონებლივ წყვეტენ მას. ასტროლოგების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა მამაკაცები სტატისტიკურად ნაკლებად ერთგულები არიან, ქალები ამ სიაში არ შედიან.

ქალწული

ქალწულები სასწაულად ერთგულები არიან. ნებისმიერი ქალწულისთვის, იქნება ეს კაცი თუ ქალი, ძალიან რთულია შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რადგან ისინი ძალიან პრეტენზიულები არიან.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშნები.