როგორც წესი, ისინი ძალიან მორცხვები და მოკრძალებულები არიან, ეშინიათ ბევრი ლაპარაკის და ყურადრებას არ ითხოვენ. ასტროლოგებმა დაადგინეს, თუ ჰოროსკოპის რომელ წარმომადგენლებს ეკუთვნით ყველაზე მორცხვის სტატუსი. ყველაზე მორცხვი ზოდიაქოს ნიშნები

ესენი არიან: კირჩხიბი, ქალწული, კურო, მერწყული და თევზები

ჰოროსკოპი.გე –

კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ დაუცველი ნიშანია, ამიტომ ხშირად ურჩევნია შორს დაიჭიროს თავი ადამიანებისგან. უახლოეს ადამიანების წრეში, რომლებთანაც წყლის ნიშანი თავს კარგად გრძნობს და მათ ნამდვილად ენდობა, კირჩხიბს შეუძლია საკუთარი ემოციების გამოვლენა, მაგრამ უცხოებთან ისინი საკმაოდ მორცხვები არიან.

ქალწული

ქალწულებმა იციან თუ როგორ გააკონტროლონ თითქმის ყველაფერი საკუთარი მგრძნობელობის გარდა. ქალწულებს ხშირად ეშინიათ საჯაროდ გამოსვლის, ერიდებიან ზედმეტ მზერას და ყურადღებას, არ სურთ სხვა ადამიანების განხილვის ქვეშ მოექცნენ. ქალწული არ ამაყობს საკუთარი უპირატესობით არცერთ სფეროში, ამიტომ, საუბარში ხშირად მალავს საკუთარი ცხოვრების დეტალებს.

კურო

ზოდიაქოს ეს ნიშანი საკმაოდ მოკრძალებული და თავშეკავებულია საზოგადოებაში, ამჯობინებს ყურადღება არ გაამახვილოს მის პიროვნებაზე. ის განმარტოებულ, დახურულ ცხოვრებას ეწევა, ცდილობს ზედმეტი ხალხი არ შეუშვას მის გარემოცვაში.

თევზები

თევზები ხშირად იმდენად დაუცველები არიან, რომ იწყებენ უკან დახევას და ადამიანებსაც უფრო შორდებიან. თევზებს უჭირთ საჯაროდ საუბარი, მოხსენების წაკითხვა ან მომზადებული სიტყვით გამოსვლა.

მერწყული

მათ ურჩევნიათ ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება, ამიტომ ისინი არასდროს იკამათებიან და გვერდს უვლიან დაძაბულ ატმოსფეროს. მერწყულების უმეტესობა ძალიან თავაზიანი და კარგად აღზრდილი ადამიანია, მათ კარგად იციან ზრდილობის გამოვლენა.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ყველაზე მორცხვი ზოდიაქოს ნიშნები