ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია გითხრათ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ კონკრეტულ ადამიანს. შერიგება

ამის წყალობით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ მოაგვაროთ უთანხმოება ახლობლებთან, ახლო მეგობრებთან ან კოლეგებთან.

ვერძი

ვერძთან ჩხუბი ძალიან ემოციურია, რადგან ეს ზოდიაქოს ნიშანი, რისხვით გამოხატავს ყველაფერს. მათ შეიძლება ბევრს ატკინონ გული, მაგრამ პატიებას არასდროს ითხოვენ, თუ პირველ ნაბიჯს თავად არ გადადგამთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთან შესარიგებლად საკმარისია მისი პირად შეხვედრაზე დაპატიჟება და გარიგების შეთავაზება.

კურო

ამ ადამიანებთან ჩხუბი ყველაზე ხშირად ეჭვიანობის გამო ხდება –  კურო მაშინვე არ გეტყვით, რამ გამოიწვია კონფლიქტი. ისინი შეიძლება ეჭვიანობდნენ, მაგრამ სხვა საკითხზე დაიწყებენ ჩხუბს. კუროსთან შესარიგებლად საკმარისია, რომ გულწრფელად გამოხატოთ თქვენი ემოციები – ასევე ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი პირველები მიდიან შერიგებაზე.

ტყუპები

ტყუპებთან ფართომასშტაბიანი ჩხუბი იშვიათად ხდება, რადგან კონფლიქტების დროს ისინი ცდილობენ არ გაღიზიანდნენ, ცდილობენ უბრალოდ გამოხატონ საკუთარი აზრი და მოუსმინონ სხვა ადამიანს. შესარიგებლად დაპატიჟეთ ის სადმე ხმაურიან ადგილას და გადაუშალეთ გული.

კიბო

ამ ნიშნის წარმომადგენლები ღიად არასოდეს ისაუბრებენ თავიანთ უკმაყოფილებაზე. ისინი საკუთარ თავში განიცდიან კონფლიქტს და იზოლირებულნი ხდებიან. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელმა – თქვენმა ნაცნობმა ან მეგობარმა შეწყვიტა გულღიაობა და კომუნიკაბელურობა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ის რამეზე განაწყენებულია. შეეცადეთ მასთან გულით ისაუბროთ და გაარკვიოთ, რა სჭირს მას. კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია არა ბოდიშის მოხდა, არამედ მხარდაჭერა და ყურადღება.

ლომი

ლომები ამაყობენ, რომ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს – ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები გიჟდებიან ძვირადღირებულ ნივთებზე – ამიტომ ლომთან კონფლიქტის მოგვარებისთვის დიდი თანხა დაგჭირდებათ.

ქალწული

ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან მშვიდია, ამიტომ მათთან სერიოზული კონფლიქტი ძალზე იშვიათია. ჩხუბის დროს ქალწულები დიდხანს ვერ განაწყენდებიან, ამიტომ ხშირად პირველ ნაბიჯს თავად დგამენ. მათთან შერიგება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.

სასწორი

სასწორთან შესარიგებლად საკმარისია აჩვენოთ მათ, რომ ნამდვილად აპირებთ მათთან ურთიერთობის აღდგენას და აღარ გსურთ გარკვევა, იმისა თუ ვინ არის დამნაშავე. შესთავაზეთ მათ კომპრომისი და აღარასდროს დაუბრუნდეთ მტკივნეულ თემას, რადგან უკმაყოფილება და რისხვა შეიძლება გაძლიერდეს.

მორიელი

საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მორიელთან შესარიგებლად – არის სიმართლე. თუ თქვენ უკმაყოფილებას გამოთქვამთ და ფიქრობთ, რომ ის არასწორია, მაგრამ გინდათ გამოხატოთ ეს – უმჯობესია თქვათ. მორიელთან სხვა მეთოდები არ გამოდგება .

მშვილდოსანი

მშვილდოსანი დიდხანს არასდროს იდებსგულში წყენას. მათ ურჩევნიათ იხალისონ ცხოვრებით და არ დააგროვონ ნეგატიური ემოციები, ამიტომ მათთან მშვიდობის დამყარება ძალიან მარტივია. უთხარით მათ, რომ მზად ხართ ბოდიშის მოსახდელად და გინდათ დაივიწყოთ ყველა ის ცუდი, რაც თქვენს შორის მოხდა.

თხის რქა

რაც უფრო ადრე შეატყობინებთ თხის რქას შერიგების შესახებ, მით უფრო სწრაფად შეძლებთ ურთიერთობის აღდგენას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს იფიქრებენ და გაანალიზებენ მანამ, სანამ შეგირიგდებიან. 

მერწყული

მერწყულები ადვილად ივიწყებენ წყენას. სთხოვეთ მას პატიება და ყველაფერი მოგვარდება თქვენს შორის – ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან ყველაფერი მარტივია. მთავარია, ხელმეორედ არ იჩხუბოთ იგივეზე.

თევზები

ყველაზე უმნიშვნელო ჩხუბმაც კი შეიძლება თევზები გაანაწყენოს. აჩვენეთ მას თქვენი გულისტკივილი – ესაუბრეთ გულით და აუხსენით ყველაფერი, შემდეგ კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თქვენ შორის ნდობა აღდგეს.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

შერიგება