ზოგიერთი მამაკაცი იშვიათად ჩუქნის ქალს საჩუქრებს და ყვავილებს, არ სურს ფულის დახარჯვა კაფეში ან რესტორანში. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს ყველაფერი ზოდიაქოს ნიშნით არის განპირობებული. ძალიან ძუნწი მამაკაცები ( ზოდიაქოს 3 ნიშანი )

ესენი არიან: თხის რქა, კურო და ქალწული

ჰოროსკოპი.გე –

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ სიძუნწე კარგია. თხის რქებს ძირითადად უმნიშვნელო საჩუქრების ჩუქება უყვართ, ხოლო თუ ვინმე უარს ეტყვის საჩუქარზე, ამ ნიშნის წარმომადგენელი გაიხარებს. არსებობს დადებითი მხარეც – თხის რქას ყოველთვის აქვს დანაზოგი.

კურო

წლების განმავლობაში, ეს ადამიანები უფრო და უფრო ძუნწები ხდებიან. ახალგაზრდობაში, კურო არის გულუხვი, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად, პირიქით,ისინი რადიკალურად იცვლებიან და მიდრეკილები ხდებიან სიძუნწისკენ. მაგრამ, ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ თავიანთ სიძუნწესთან ბრძოლას.

ქალწული

ქალწულის სიძუნწე ძალიან აღიზიანებს სხვებს. მათ დიდი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ შეიყვარონ პარტნიორი, ისე როგორც საკუთარი თავები უყვართ. ამის მერე ქალწულები საყვარელ ადამიანებთან დაიწყებენ გულუხვად მოქცევას.

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ძალიან ძუნწი მამაკაცები ( ზოდიაქოს 3 ნიშანი )