ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აგვისტო

ვერძები დილით იქნებიან მხიარულ განწყობაზე, ამაში ოჯახის წევრები დაგეხმარებიან. შუადღე კარგია წვეულებებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისთვის, გართობისთვის. შესაძლებელია, რომ დღეს ვერძი დაკარგავს პატივისცემას, საყვარელი ადამიანისგან. თუმცა, ეს არანაირ საფრთხეს არ გიქმნით ურთიერთობებში. თავი შეიკავეთ სესხის აღებისგან.

ფინანსური ჰოროსკოპი

თუ გაქვთ საკუთარი ბიზნესი, გარე გარემოებები შეიძლება გაუარესდეს. დღეს მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველაფერი ამოტრიალდება და წავა უკუღმა. დაირღვევა სახელშეკრულებო ვალდებულება და პარტნიორული დაპირება.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

სახალისო ექსპერიმენტული ნაბიჯი მოგიტანთ მცირე, მაგრამ სასიამოვნო შედეგებს. დღეს შესაძლებელია იპოვნოთ ფული. კარგი დღეა სპორტული აქტივობებისთვის. დღეს ბევრ კუროს მოუნდება, რომ მთელი დღე გაატაროს საყვარელ ადამიანთან ერთად. ნუ დააყოვნებთ, იყიდეთ ბილეთები და წადით დასასვენებლად მხოლოდ თქვენს მეორე ნახევართან ერთად. მარტოხელა კუროს ელოდება, საპირისპირო სქესისგან დიდი ყურადღება და მოულოდნელი ამბები.

ფინანსური ჰოროსკოპი

იქნება მოულოდნელი სიტუაციები საქმიანობაში, რაც შეაფერხებს თქვენს გეგმებს დღევანდელი მუშაობისთვის. არ არის გამორიცხული ტექნიკური ხარვეზები, კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა. მოსალოდნელია პროფესიული დაზიანებები. ამ ყველაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს თქვენი მუშაობის რიტმს.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

კარგია, რომ ტყუპებმა დღევანდელი დღე მეგობრებთან ერთად გაატარონ. საქმიანობაში, წარმატებული იქნება კოლეგებთან შეხვედრა. დღე შესაფერისია დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის. თუკი გადაიწვით, აიღეთ შვებულება და წადით დასასვენებლად. თუ ჯერ კიდევ არ შეგხვედრიათ თქვენი სიყვარული, უნდა მოემზადოთ ნებისმიერი სიურპრიზისთვის. შეყვარებულ ტყუპებს, ვარსკვლავები ურჩევენ, რომ მაქსიმალურად დამთმობები იყვნენ ურთიერთობებში და აუცილებლად დაისადგურებს ჰარმონია.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ იქნება კარგი, რაიმე სახის კარიერული ცვლილება. ნუ წამოიწყებთ ბიზნეს, მიხედეთ ძველ საქმიანობებს. ფინანსურად ნორმალური დღე გექნებათ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აგვისტო

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

თქვენი საკუთარი საჭიროებები, დროებით უნდა გადადოთ გვერდზე და ყურადღება მიაქციოთ ოჯახს, მათ თქვენ ჭირდებით. მოიქეცით სპონტანურად, არ იმოქმედოთ დაგეგმილი გრაფიკით. დღეს შეიძლება მოულოდნელად გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. სიყვარულში გაგიმართლებთ, პოზიტიური დღე გექნებათ, თუ მაინცდამაინც პრობლემებმა იჩინა თავი, მაშინ ღირს საყვარელი ადამიანის მოსაზრების გათვალისწინება. საღამო არ გაატაროთ მეგობრებთან ერთად. ვარსკვლავები ურჩევენ კირჩხიბებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლებრივ წესებსა და კანონებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ თქვენი ბიზნესის რეპუტაციაზე. არ ენდოთ ყველას ვინც კი რაიმეს შემოგთავაზებთ. ფინანსურად შემოსავლიანი დღე გელოდებათ. საუკეთესო დღე იქნება მომსახურე სფეროში მომუშავეთათვის მოლარეებისთვის,კონსულტანტებისთვის. მოსალოდნელია ხელფასის მატება.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თქვენ შეგიძლიათ უგულებელყოთ სტანდარტები და შექმნათ თამაშის სცენარი გარემოზე დაყრდნობით. ლომებისთვის, ასტროლოგიური გავლენა ძალიან მოულოდნელ ემოციებს მოიტანს. თქვენთვის რთული იქნება თანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღება. თუ აქამდე მარტოხელა ხართ, შეეცადეთ დაგეგმოთ მოგზაურობა, არსებობს ნამდვილი სიყვარულის პოვნის შანსი.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფულის განკარგვისას, ლომები ფრთხილად უნდა იყვნენ. ამ დღეს არასასურველია სესხის აღება. ვალდებულებები დაფარეთ დროულად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აგვისტო

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებს, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად გეძლევათ შესაძლებლობები. მეგობრობა, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. შეგიძლიათ ძალიან მშვიდი ურთიერთობა გქონდეთ კოლეგებთან, მომხმარებლებთან და ზემდგომებთან. სიყვარულში შეეცადეთ იპოვოთ წონასწორობა ერთმანეთის მიმართ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ეს დღე ყველაზე პრობლემურია სამსახურის მუშაკთათვის. მომხმარებლის მომსახურება რთული იქნება. გახსოვდეთ, რომ “კლიენტი ყოველთვის მართალია”.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სიყვარულში ამ დღეს, თქვენ ძლივს მოახერხებთ ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებას. მთავარი პრობლემა, შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლეგებთან ურთიერთობაში, სამუშაო კოლექტივში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ცუდი დღეა, სპეკულაციური ბიზნესისთვის.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელებს, შეუძლიათ მეგობრების იმედი ჰქონდეთ. იქნებით აქტიურები, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ თავი. საუკეთესო დღეა ბუნებაში გასასეირნებლად, გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად. წადით დასასვენებლად. საყვარელ ადამიანთან ნუ იაქტიურებთ, დაუთმეთ მას მიიღოს გადაწყვეტილებები. დღეს მორიელისთვის, საუკეთესო დღე არ იქნება წამახალისებელი ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება ქსელური მარკეტინგის კონსულტანტებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

სილამაზის სალონების, სათამაშო კლუბების და რესტორნების თანამშრომლები, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ კლიენტებთან ურთიერთობისას. თავი შეიკავეთ ფინანსური გარეიგებებისგან.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შუადღე ხელს შეუწყობს, ჰარმონიასა და რომანტიკას. ღირს გრძელი მოგზაურობის გადადება, სწავლის დაწყება და ახალი კავშირების შექმნა. დღეს თქვენ მზად იქნებით, გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას საყვარელი ადამიანის გულისთვის. ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, ძალზე წარმატებული იქნება მარტოხელა მშვილდოსნისთვის. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

სირთულეები შეიძლება წარმოიშვას სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დროს. მოსალოდნელია დიდი რაოდენობის ფულის დაკარგვა. იყავით ყურადღებით და არ ანდოთ სხვებს საკუთარი საქმეები. სამსახურებში მომუშავე მშვილდოსნებს ელოდებათ პრემია.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

დღესდღეობით, ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, მოკრძალებული სიურპრიზით გაახარონ საკუთარი თავი და ახლობლები, აღნიშნეთ მცირე გამარჯვება ან მოულოდნელი წინსვლა ბიზნესში. კარგი იქნება, მცირე სასიამოვნო განახლება თქვენს რუტინულ ცხოვრებაში. ღირს თავი შეიკავოთ კრიტიკისგან და გამოიჩინეთ პატივისცემა საყავრელი ადამიანის მიმართ. შეეცადეთ დამოუკიდებლად გადაჭრათ, თქვენს წინაშე არსებული ამოცანები.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ არ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები და მოგზაურობა. პარტნიორებთან საკითხების განხილვისას, თქვენ შეხვდებით დამატებით გართულებებს.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

გააკეთებთ სასიამოვნო აღმოჩენებსა და მიიღებთ მხარდაჭერას მიმდინარე საქმეებში. ბიზნესში დღევანდელი დღე გააძლიერებს ურთიერთთანამშრომლობას. ნუ გააკეთებთ განცხადებას, მოულოდნელად. მოსალოდნელია რომანი სამსახურში, თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორენახევარი, მაშინ წადით დასასვენებლად მეგობრებთან ერთად. შესაძლებელია საერთო ნაცნობობით გადაეყაროთ თქვენი ოცნების ადამიანს.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულს, რთული დღე ექნება სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად. ამ დღეს ფინანსური საქმიანობის თვალსაზრისით წარმატებული ვერ იქნებით. შემოსავლის დონე, განიცდის ვარდნის ტენდენციას. ასევე არ არის გამორიცხული მატერიალური ზიანი, აღჭურვილობის გაფუჭება და სხვა პრობლემები, რაც დამატებით მატერიალურ ხარჯებს გამოიწვევს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

ატმოსფერო ხელს უწყობს მარტივ თავგადასავლებს, თავისუფლებას, ჰარმონიას, მეგობრობას. კარგი დროა მეგობრების მოსანახულებლად და სტუმრების მისაღებად. პლანეტების ამჟამინდელი პოზიცია ამბობს, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ეტაპი შეიძლება დაიწყოს, თევზებისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება ემოციური არასტაბილურობის წინაშე აღმოჩნდეთ, რაც ხელს შეუშლის თქვენს ბიზნეს საქმიანობას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 4 აგვისტო

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე