ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 დეკემბერი

სასიყვარულო ურთიერთობებში ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გამოავლინოთ ორიგინალურობა – ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ გაითვალისწინეთ გარშემომყოფების შეფასებები და მოუსმინეთ მათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მოიმატებს შეკვეთების რაოდენობა და შესაბამისად გაიზრდება ფინანსებიც.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე კარგია ცვლილებებისთვის! მოსალოდნელია, რომ შეგეცვლებათ დამოკიდებულება მეორე ნახევრის მიმართ – მარტოხელა კუროებს შეეცვლებათ გეგმები, საღამოს აღმოჩნდებიან რომანტიკულ გარემოში.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენ პრაქტიკულად არ დაუშვებთ შეცდომებს ციფრებთან მუშაობის დროს.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

უმჯობესი იქნება, რომ იმოქმედოთ არასტანდარტულად, მაგრამ რთულ სიტუაციებში სამეგობრო უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ოჯახური კავშირები. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მყარია, მაშინ არ შეგეშინდებათ მოულოდნელი სიურპრიზების.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებო – ნუ შეუშინდებით ბიზნესის წამოწყებას, ყველა საქმე კარგად წავა – გაიზრდება შემოსავლები.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 დეკემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღეს სიყვარულში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, კირჩხიბებს მოუწევთ სხვადასხვა ვარიანტების განხილვა – მარტოხელა კირჩხიბი კმაყოფილი იქნება დღევანდელი ნაცნობობით.

ფინანსური ჰოროსკოპი

კირჩხიბებო – შედარებით მომგებიანი შეიძლება იყოს სპეკულაციური ბიზნესი. ფინანსურად მდორე დღეა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

შინაგანი არეულობის გამო, თქვენ შეიძლება ვერ გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები. იმისათვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში იყოთ წარმატებულები უნდა გამოიყურებოდეთ მიმზიდველად – მეორენახევარი აღფრთოვანებული იქნება თქვენი გარეგნობითა და მანერებით.

ფინანსური ჰოროსკოპი

ლომებო – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენზე უფროსი და გამოცდილია – ამ ადამიანებისგან ყველაზე მეტად ისარგებლებთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 დეკემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ქალწული დაბნეულობის მაქსიმუმს მიაღწევს, ეს განსაკუთრებით შეეხებათ იმ ქალწულებს, რომლებიც პარალელურად ორ საქმიანობას შეეჭიდებიან.

ფინანსური ჰოროსკოპი

ქალწულებო – ინვენტარის ყიდვა მაღაზიებში წარმატებული იქნება, შეიძლება იყიდოთ საქონელი დიდი ფასდაკლებით.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

მეორენახევართან სასიყვარულო ურთიერთობებში გექნებათ სრული იდილია, საღამოს მოგიწევთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება – თუ კარგ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინ ეს მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ურთიერთობებს უკეთესობისკენ.

ფინანსური ჰოროსკოპი

სასწორებო – უკეთესი იქნება დაგეგმოთ თქვენი საქმეები პრიორიტეტების შესაბამისად

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელები უნდა იყვნენ ყურადღებით, განსაკუთრებით რუტინულ საქმიანობებში, ცხოველების მოვლისას, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან და უცხო ადამიანებთან კომუნიკაციისას – დღეს კარგად შედგენილი გეგმა იქნება თქვენი წარმატების საიდუმლო.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეძლებთ მარტივად იპოვნოთ სწორი პასუხები, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსნები დაფიქრდებიან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან – ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიტუაციას შეხედოთ რეალისტურად და არ გადაეშვათ ფანტაზიების მორევში. თუ მარტოხელა ხართ იზრუნეთ თქვენს იმიჯზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

არასასურველია ანაბრების განთავსება ბანკებში

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი დღე იქნება პირადი ურთიერთობებისთვის – დღეს გაიაზრებთ, თუ რამდენად ძვირფასია თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენთვის – გექნებათ სასწაული ურთიერთობა, უმჯობესი იქნება თუ მოიწყობთ რომანტიკულ გარემოს და ისადილებთ სანთლის შუქზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

გექნებათ შემოსავლიანი დღე, ჩაგერიცხებათ პრემია.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

სასიყვარულო ურთიერთობებში, შეეცადეთ დააზუსტოთ თქვენი პარტნიორის პრიორიტეტები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ – მარტოხელა მერწყულს მოულოდნელად ეწვევა სიყვარული.

ფინანსური ჰოროსკოპი

ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი ფაქტები ბლოკნოტში – დღის ბოლოს, საოფისე ტექნიკა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს, შეეცადეთ თავად აღმოფხვრათ პრობლემები. თქვენი იდეები იმდენად წარმატებული იქნება, რომ გარშემომყოფები თვითონ შემოგთავაზებენ გვერდში დგომას თქვენი გეგმების შესასრულებლად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თევზებო – ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი თავად იპოვის შემოსავლის გაზრდის უნიკალურ საშუალებას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 დეკემბერი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე