ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 თებერვალი

დილიდანვე მოაგვარეთ რუტინული საქმიანობა. საღამოს, მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციას, საყვარელ ადამიანი გაგაბედნიერებთ. მარტოხელები სამუშაო გარემოში აღმოაჩენენ კარგ ნაცნობობას. ძალიან კარგი დღეა ახალი ბიზნესის წამოსაწყებად.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვერძისთვის თებერვლის პირველი დღე, ხელსაყრელი აღმოჩნდება ბიზნეს თანამშრომლობისთვის. შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნებას.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. შუადღეს მნიშვნელოვანია კოლეგებთან, ასისტენტებთან და კლიენტებთან ურთიერთობა. კარგი იქნება მათთან ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება. მეორენახევართან მიმართებაში ნუ იქნებით ეგოისტები, გაითვალისწინეთ როგორც თქვენი ასევე მისი სურვილები. არ დაიშუროთ ფული და დრო საყვარელი ადამიანის გულისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ყველაზე წარმატებული საქმიანობა იქნება სარემონტო სამუშაოები, ინტერიერის გაფორმება, ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი და აწყობა. თუ სამუშაო ადგილის შეცვლას განიხილავთ, დღეს სავსებით მისაღებ ვარიანტებს წააწყდებით.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

საღამო გაცილებით ჰარმონიული და პერსპექტიული იქნება, ვიდრე დილა. ტყუპების სასიყვარულო ცხოვრებაში, ახალი, უფრო პერსპექტიული ეტაპი მიმდინარეობს. შეიძლება შეხვდეთ ყოფილ თაყვანისმცემელს ან სხვა თვალით შეხედოთ ახლო მეგობარს. საღამო ოჯახურ გარემოში გატარეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებს მშვენიერი დღე აქვთ საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად. წარმატებას მიაღწევთ იმ შემთხვევაში თუ, მარტივად გაუმკლავდებით არასტანდარტულ პრობლემებს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

პირად ცხოვრებაში არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ყველაფერი კარგისკენ და უკეთესობისკენ შეიცვლება. ასტროლოგი გირჩევთ რომ გამოავლინოთ თქვენი ძლიერი მახარეები. მარტოხელა კირჩხიბს მოუნდება მეუღლესთან შერიგება, აწონდაწონეთ ყველაფერი და ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯი. კარგი დღეა სტუდიაში ფოტოსესიისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენს ინიციატივებს მხარს დაუჭერენ სამუშაო კოლექტივში. დიდ წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც დაკავშირებულები არიან საოჯახო ბიზნესთან, მშენებლობასთან და სოფლის მეურნეობასთან.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

თქვენ, მოგეცემათ საშუალება წარმატებით შეასრულოთ ახალი როლი ძველი მეგობრების, მომავალი პარტნიორების, პატივსაცემი ადამიანების, საყვარელი ადამიანის ან ფართო საზოგადოების წინაშე. თუ მეუღლე გაბრაზებულია თქვენზე და გაკრიტიკებთ, უმჯობესი იქნება ბოლომდე მოუსმინოთ მას. არ გამოხატოთ აგრესია და არ აფეთქდეთ. მარტოხელა ლომებმა გამოიჩინეთ ენთუზიაზმი და არ დანებდეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

კონსულტაციები და მოკლე საქმიანი ვიზიტები კარგად წარიმართება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება, ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. საყვარელ ადამიანთან გრძნობები განსხვავებული ხასიათით გამოხატეთ, არ დაივიწყოთ ის რომ მას უყვარხართ და მისთვის ყველაზე სასურველი ადამიანი ბრძანდებით დედამიწაზე. მარტოხელა ქალწულებმა გამოიჩინეთ სითამამე და დაივიწყეთ მორცხვობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ინტენსიური მუშაობის შედეგად ქალწულები მიაღწევენ დიდ წარმატებას. ორშაბათი, 1 თებერვალი, ეს ის დღეა როდესაც საკუთარი თავი და ძალები უნდა გამოამჟღავნოთ.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება, საქმიანობაში, ინიციატივები საღამო საათებში გააჟღეროთ. ორშაბათს რთული დღე გექნებათ, როგორც სამსახურში ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია გაუგებრობები, პრობლემების გადაჭრა კი მოითხოვს დიდ ენერგიას და ძალისხმევას. მაგრამ არ დანებდეთ, ვარკსვლავები თქვენს მხარეს არიან.

ფინანსური ჰოროსკოპი

შემოსავლიანები იქნებიან – პარიკმახერები, სტილისტები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები და კონსულტანტები.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

შეცვალეთ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანებისადმი, დააფსეთ თქვენს გვერდში მყოფი ადამიანები და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს. იყავით გულწრფელები, მეუღლეს არ დაუმალოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. მარტოხელა მორიელები მიაღწევენ სასურველ შედეგებს, თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც დაგაფასებთ და გვერდში დაგიდგებათ ნებისმიერ სიტუაციაში. საუკეთესო დღეა სამუშაო კვირის დასაგეგმად.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენს საქმიანობაში გაიზრდება ნათესავების და ოჯახის წევრების როლი. მორიელებო ყურადღება გაამახვილეთ ადრე დაწყებული პროექტების დასრულებაზე.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

არ იყოთ მოუთმენლები, არ აჩქარდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ორშაბათი რთული დღეა და ეს თქვენს კეთილდღეობაზეც იმოქმედებს. მაგრამ, საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს. ასევე, დღის განმავლობაში გაითვალისწინეთ მეუღლების აზრი.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფინანსურ პრობლემებს კარგი მეგობრების წყალობით მოაგვარებთ.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

გუშინდელთან შედარებით დღე ჰარმონიულად დაიწყება. საღამოს ვითარება შეიცვლება და მოვლენები უკუღმა წარიმართება – იქნებით ფეთქებადები, არ აყვეთ უცოდინარ ხალხთან კამათს. არ შეეცადოთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ეს ვერ გამოიღებს შედეგებს. საუკეთესო დღეა ცოდნის გაღრმავებისთვის. სიყვარულში ყველაფერი თავის ადგილზე გექნებათ.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქა ცნობილია თავისი პრაქტიკულობით და მიზანდასახულობით. დღეს კი შესანიშნავი დღეა მიზნების მისაღწევად. თქვენი შემოსავალი, ასევე პროდუქტიულობა და პროფესიული უნარები, სტაბილურად გაიზრდება.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

მერწყულებო შეყვარებულებთან და მეუღლეებთან მოაგვარეთ პრობლემები, გაანალიზეთ რატომ ხდება ასე და მომავალში იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ. პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ თქვენი მეთოდები, კარგი დღეა დნობა დაკარგულ ადამიანებთან კონტაქტისთვის – თქვენ შეძლებთ ნდობის აღდგენას. მარტოხელა მერწყულს ელოდება ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელიც რომანტიკული ურთიერთობით დასრულდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

სამსახურში – თქვენი სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ორშაბათი მძიმე სამუშაო დღეა, მაგრამ ეს თქვენზე არ იმოქმედებს იქნებით ჰარმონიულები სამუშაო პროცესის დროს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე შესანიშნავია თევზებისთვის, რომლებიც ეძებენ მეორენახევრებს ვებსაიტების საშუალებით. ურთიერთობებთან დაკავშირბით მეგობრები სასარგებლო რჩევებს მოგცემენ და გაითვალისწინეთ აუცილებლად. მარტოხელებმა შეიძლება იპოვნოთ ნამდვილი სიყვარული. სამსახურის შემდეგ აუცილებლად დარჩით სახლში – მოეფერეთ ოჯახს, ეთამაშეთ ბავშვებს და მოეალერსეთ მეუღლეს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნეს პროექტის განსახორციელებლად, ყველანაირი რისკის გაანალიზების შემთხვევაში, შეგიძლიათ აიღოთ სესხი ბანკიდან. დაფიქრდით არ გადადგათ სარისკო ნაბიჯები, ნუ დააზარალებთ ოჯახის ბიუჯეტს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე