წაიკითხე, თუ რას ურჩევენ ვარკვლავები დღეს ზოდიაქოს ნიშნებს, ასევე შეამოწმე შენი ყოველდღიური, საერთო და ფინანსური ჰოროსკოპი. ყოველდღიური ჰოროსკოპი ( 1 მაისი )

ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მაისი

დააფასეთ მეგობრები, ისინი დღეს გვერდში დაგიდგებიან. წარმატებულები იქნებით ფინანსურ საკითხებში, გაიზრდება შემოსავლები. შაბათ-კვირისთვის უმჯობესია პრაქტიკული გეგმების შემუშავება. დღეს ვერძებს სიყვარულში არ გაუმართლებთ, გექნებათ ნაკლებად ჰარმონიული ურთიერთობები. დღის ბოლოს გახშირდება უთანხმოებები.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაგიძნელდებათ წარსულში დაწყებული საქმიანობის გაგრძელება. დღეს არასასურველია ბანკიდან სესხის აღება.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს არ უნდა ესწრაფებოდეთ რთული საქმეების შესრულებას. უმჯობესია დაზოგოთ ძალა და რესურსი ახალი მცდელობებისთვის, მეტი წარმატების მისაღწევად. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ხალხის მიმართ კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ დღის ბოლომდე – არ აყვეთ ემოციებს და ნუ მიაქცევთ ყურადღებას ყველაფერს. დღეს რისკები არაფერში გჭირდებათ, დიდი შანსია აღმოჩნდეთ მოტყუებული. საუკეთესო დღეა ოჯახის წევრებთან ყოფნისთვის, მიიღეთ ცოტა ალკოჰოლი და განიტვირთეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება მოგიწიოთ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა, ასტროლოგები სიმშვიდის და მოთმინების შენარჩუნებას გთხოვენ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოგიწიოთ დასრულებული სამუშაოს ხელახლა შესრულება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

დილიდან ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, არ გადადოთ საქმე ორშაბათამდე. ასტროლოგები ტყუპებს შეახსენებენ, რომ ახლა სიყვარულში მეწვრილმანეობის დრო არ არის. იმოქმედეთ მანამ, სანამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა და მეორენახევარს დაკარგავთ. 

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპები, რომლებიც მუშაობენ მომსახურების სფეროში, ტურიზმის და გართობის ინდუსტრიაში, ფრთხილად უნდა იყვნენ მომხმარებლებთან ურთიერთობისას. 

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მაისი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღის ბოლოს, კომფლიქტების რისკი გაიზრდება, პროვოკაციებზე რეაგირება საშიშია. არასასურველია ძველი დავის განახლება, სადაც აშკარად დაუცველი იქნებით და ყველაზე მეტად წააგებთ. შეყვარებული კირჩხიბებისთვის, დღევანდელი დღე საუკეთესო იქნება ურთიერთობების განმტკიცებისთვის – ისაუბრეთ ყველაფერზე და გადუშალეთ ერთმანეთს გული.

ფინანსური ჰოროსკოპი

მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანარჩუნებლად, შექმენით მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლი.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ლომებმა არ უნდა უგულვებელყონ სიახლეები, ნუ იქნებით პესიმისტები და მეტი ყურადრება დაუთმეთ ინოვაციებს. საღამოს მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზი, მატერიალური ზიანი და შეხვედრის ჩაშლა. ოჯახის წევრებთან გექნებათ კარგი ურთიერთობები, ბავშვები თქვენზე ჭკუას დაკარგავენ

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს არასასურველია საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. ნებისმიერ წამს შეიძლება, რომ შეფერხება მოხდეს – მაგალითად, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მაისი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

საქმიანი შეხვედრები უნდა დაასრულოთ საღამომდე, ხოლო ძირითადი თემები უნდა განიხილოთ დილით. საღამოს, პრობლემური გახდება ხელშეკრულების გაფორმება და ბიზნესში ჩამოვარდება გაუგებრობები. ოჯახის წევრებთან და შეყვარებულებთან ურთიერთობები წარმატებული იქნება საღამოს. 

ფინანსური ჰოროსკოპი

სწავლაში წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ, მასალის ათვისება არ გაგიჭირდებათ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმიანობას რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით, სხვა დანარჩენი უკან გადადეთ.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

ნეგატიური მოვლენების გამო საღამოსკენ ნუ გადაგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, მოუსმინეთ ადამიანებს და თავიდან აირიდეთ კომფლიქტები. მოსალოდნელია დავები ოჯახის წევრებთან, პარტნიორებთან და უფროსებთან. საღამოს გაიზრდება სტრესის, დაზიანების და შეცდომების რისკი. ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაიჭირეთ ნეიტრალური პოზიცია, ნუ მოახვევთ ხალხს საკუთარ აზრებს. 

ფინანსური ჰოროსკოპი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ რისკებს. არასასურველია სამუშაოს შესრულება მყარი გარანტიების გარეშე. 

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღისით ადვილი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ხარისხიანი დიეტის დაცვა და სასიამოვნო წვრილმანებით გართობა. საღამო კომფორტს დაგირღვევთ და მოგიტანთ არაგამიზნულ ხარჯებს. ასტროლოგიური გავლენების გამო, მორიელი მეორენახევარს ზურგს შეაქცევს და მარტო ყოფნას გადაწყვიტავს. თქვენ შეიძლება უმნიშვნელო მოვლენაც კი ღალატად ან ტრაგედიად მიიჩნიოთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებს შეიძლება მოუწიოს მუშაობა შეზღუდვებისა და დაბრკოლებების პირობებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფინანსური კეთილდღეობის გაუარესებით ან სხვა ადამიანების წინაშე ვალდებულებებით.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

გექნებათ უამრავი გეგმა და იდეა, რომლის განხორციელებაშიც მეგობრები დაგეხმარებიან. ნუ დახარჯავთ საკუთარ ძალებს ამ ყველაფერთან ჭიდილში, მარტო მაინც გაგიჭირდებათ. საღამოსკენ მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, უნდა ამოირჩიოთ 2 დან ერთ-ერთი ვარიანტი.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანმა, საქმიანობაში შეიძლება შეიტანოს ცვლილებები. შეიძლება მოგიწიოთ ზედმეტი მუშაობა ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი დროა დამატებითი სამუშაოს მოსაძებნად, ურთულესი რუტინული საქმიანობის შესასრულებლად და ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. საღამოს თქვენში ნეგატიური ენერგიების შემოდინება გაიზრდება და ეცადეთ თავი შეიკავოთ აგრესიული ქცევებისგან. ხალხის მიმართ აგრესიულმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შედეგები. 

ფინანსური ჰოროსკოპი

არახელსაყრელი დროა სტუდენტებისთვის, რომლებსაც ახალი სფეროების შესწავლა უწევთ. საქმიანი ვიზიტების დროს შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებიც არევენ თქვენს გეგმებს.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღის ძირითადი ნაწილი შეგიძლიათ დაუთმოთ რუტინულ საქმიანობას, ეს არ დაგგღლით – პირიქით სიამოვნებას მოგანიჭებთ. მარტივად გაართმევთ რთულ საქმეებს თავს, დღეს თქვენ ულევი შესაძლებლობა გექნებათ. საღამოს, მეორენახევარი ორმაგად მგრძნობიარე გახდება თქვენს მიმართ, სიყვარულში გექნებათ სრული ჰარმონია.

ფინანსური ჰოროსკოპი

თქვენთვის ადვილი არ იქნება სასერთიფიკატო გამოცდების ჩაბარება. დაგისვამენ კითხვას იმ სფეროდან, რომელშიც კვალიფიკაციაც არ გაქვთ.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები გირჩევენ, რომ უარი თქვათ სიჩქარეზე – ნაჩქარევად შესრულებული საქმიანობა წარმატებას ვერ მოგიტანთ. ხალხთან ურთიერთობის დროს ნუ გამოავლენთ აგრესიას. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობას, დიეტას და ჯანსაღ ცხოვრების წესს. დღეს თქვენს ინტერესებში სასიყვარულო ურთიერთობები არ შევა, დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც იყო.

ფინანსური ჰოროსკოპი

თევზებში ეს დღე შეიძლება ასოცირდეს ბიზნესის და შემოსავლების მატებასთან. თუ საკუთარ ბიზნესს ფლობთ, მაშინ დღევანდელი დღე გამოიყენეთ თანამშრომლების ასაყვანად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მაისი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე