ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მარტი

კარგი იქნება თუ საკუთარ აზრებს არ გამოხატავთ, დაინდეთ გარშემომყოფები არ განრისხდეთ და ნუ ეჩხუბებით ყველას ვინც გზაზე გადაგეღობებათ. ვერძები წარმატებით გადალახავენ აურზაურს. საყვარელი ადამიანი დაგაფასებთ, გექნებათ კარგი ურთიერთობა. მარტოხელებმა არ მოიწყინოთ, ძალიან მალე გაგიმართლებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანობებში იყავით თამამები და ნაბიჯები გადადგით დამოუკიდებლად.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს თქვენთვის ნაყოფიერი დღე იქნება, შეგეძლებათ ბედი მოსინჯოთ რთულ საქმიანობებშიც. იქნებით მიზანდასახულები და დაიცავთ საკუთარ ინტერესებს. დღეს, ყველანაირი რისკი გამართლებული იქნება, არ გაუშვათ ხელიდან შანსი – რომელსაც ეს დღე გიბოძებთ. მეუღლე მგრძნობიარე იქნება თქვენს მიმართ, თქვენი სიყვარული გაძლიერდება. მარტოხელა კუროები გააქტიურდით და მეტი შედეგის მისაღწევად ჩაიცვით ყვითელი ფერის ტანსაცმელი.

ფინანსური ჰოროსკოპი

 დღის მეორე ნახევარში თქვენი ბიზნესი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად წავა.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად მოინახულეთ ოჯახის წევრები, დღეს მათთან საუბარი და ფუსფუსი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ყურადღება დაუთმეთ ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. მარტოხელებმა დააფასეთ პიროვნება, რომელიც თქვენზე ზრუნავს და თქვენი გულის მოგებას ცდილობს. საუკეთესო დღეა მძიმე შრომისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ არის საუკეთესო დრო კლიენტებთან მუშაობისთვის.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მარტი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

აუცილებლად გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ, კირჩხიბებო თქვენთვის მომგებიანი იქნება საქმიანობა რომელიც გიყვართ და ნერვებს არ გიშლით. მარტოხელებო, მიყევით ინტუიციის ხმას. სიყვარულში დაძაბულობა გაქრება და ჰარმონია დაისადგურებს. ორშაბათია – დღეს, იქნებით პროდუქტიულები, მთავარია იყოთ მოტივირებულები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეეცადეთ არ გადაუხვიოთ საქმიანობის მიმართულებას, გამოიჩინეთ მიზანდასახულობა.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებელო საქმეები არ დაგეგმოთ დღის პირველ ნახევარში, კარგი იქნება თუ ასეთ საქმეებს მოაგვარებთ საღამოსკენ. ლომებო სირთულეებთან ჭიდილი უფრო ძლიერს გაგხდით. მარტოხელა ლომები შეეცდებიან პარტნიორის გულის მოგებას, ასტროლოგები გირჩევენ – იყოთ გულღიები და ალალები, არ დაუმალოთ თქვენს შესახებ პოტენციურ მეორენახევარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესმენებს შეუძლიათ წამოიწყონ ახალი პროექტები – ისინი მიიღებენ ახლობლებისგან მხარდაჭერას.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მარტი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები არ გირჩევენ დოკუმენტებზე ხელმოწერას, შეიძლება გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. გაგიმართლებთ ოჯახურ ცხოვრებაში, უცბად ჩამოვარდება ჰარმონია – ეს ის ჰარმონიულობა იქნება რომელსაც ასე ნატრობდით. შეყვარებულებთან არ გამოავლინოთ ამბიციები, ჯობს მათ დაემორჩილოთ. საუკეთესო დღეა მარტოხელა ქალწულებისთვის, აუცილებლად გაგიმართლებთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

გამოიყენეთ ეს დღე კოლეგებთან ურთიერთობის გასამყარებლად.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სირთულეების მიუხედავად, კარგი დღე გექნებათ. შეყვარებულებში დაიწყება პოზიტიური პერიოდი, თქვენ გადალახავთ ყველა სირთულეს და დაიწყებთ ოჯახურ ცხოვრებაზე ფიქრს. მარტოხელებისთვის დღევანდელი დღე ნამდვილი აღმოჩენა იქნება, აუცილებლად იპოვნით ნამდვილ სიყვარულს. საუკეთესო დღეა სამსახურში საკუთარი ინიციატივების წარმოსაჩენად.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაქვთ შესანიშნავი შანსი გააფართოვოთ და გააძლიეროთ თქვენი საქმიანი კავშირები. მიაღწევთ წარმოუდგენელ შედეგებს, დაიცავით დისციპლინა და დელოდეთ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ორშაბათი მძიმე დღეა, ამას კიდევ დაამძიმებს თქვენი სტრესული მდგომარეობა – კარგი იქნება თუ დაიკიდებთ ყველას აზრს და განახორციელებთ საკუთარს. მარტოხელა მორიელებო სიყვარულის ძიებაში წარუმატებლობები გელით. ძალიან კარგი დღეა თავისუფლად ყოფნისთვის, წაიკითეთ წიგნები ან უბრალოდ აკეთეთ ის რაც თქვენ გსურთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფრთხილად იყავით ტექნიკასთან მუშაობის დროს.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსანმა შეიძლება გაწყვიტოს მეუღლესთან ურთიერთობა. ყველაფერი მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის – ხვალ აღარც კი გაახსენდებათ ჩხუბის შესახებ. მარტოხელა მშვილდოსნებო, ასტროლოგები გირჩევენ რომ დაანებოთ ყოფილზე ფიქრს თავი. საუკეთესო დღეა დიეტის დასაწყებად, აუცილებლად შეადგინეთ სწორი კვების რაციონი.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსნებო არ ენდოთ ბიზნეს პარტნიორებს, თავად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

სამსახურში ნუ მოდუნდებით, არ დაუთმოთ ასპარეზი სხვებს – ორშაბათს მოგიწევთ სირთულეებთან გამკლავება, გაიმარჯვებს ის ვინც ბოლომდე იბრძოლებს (არავის დააჩაგვრინოთ თავი).

ფინანსური ჰოროსკოპი

თავი შეიკავეთ ახალი საქმიანობის შესწავლისგან, მიყევით კარგად ნაცნობ, ძველ საქმიანობას.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

ოჯახური ცხოვრება მერწყულის ფსიქიკას შელახავს, სამსახურში წასულებს შეიძლება არც კი მოგინდეთ სახლში დაბრუნება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სიმშვიდე დღეს ისაა რაც ყველაზე მეტად გამოგადგებათ. საუკეთესო დღეა მეგობრებთან ერთად გართობისთვის, მარტოხელებმა გადაწყვეტილებები თავად მიიღეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსებში და კასტინგებში. საუკეთესო დღეა ფულის საშოვნელად.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებთან საერთო ენას გამონახავთ, ეს დაგემხარებათ პრობლემების მოგვარებაში. დღეს სამსახურში მონოტონური დღე გექნებათ – იქნებით ავტოპილოტზე. სასიყვარულო ურთიერთობები უკანა ფლანგზე გადაინაცვლებს, დღეს თქვენ ბიზნეს იდეებით იქნებით შეპყრობილნი. საღამოს ისერინეთ და იფიქრეთ ცხოვრებაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

საქმიანობებში იყავით თამამები და ნაბიჯები გადადგით დამოუკიდებლად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 მარტი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე