ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 სექტემბერი

დილით ვერძებმა არ უნდა დაკარგოთ დრო : გუშინდელი ენთუზიაზმის ხარჯზე დილით ბევრი საქმის გაკეთებას შეძლებთ – ამ დროს შეგინარჩუნდებათ ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობა, გაგიადვილდებათ თანამშრომლობა და შეძლებთ სამუშაოს არასტანდარტული ნაწილის შესრულებას. დღეს მოგიწევთ გადაწყვიტოთ, თუ რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი : პირადი ცხოვრება თუ კარიერული წინსვლა – ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება, თუ სად გინდათ მიმართოთ თქვენი ძალები. ვარსკვლავები მარტოსულ ვერძებს ურჩევენ, რომ არ ეთამაშონ ცეცხლს და არ გადადგან გაუაზრებელი ნაბიჯები.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ვერძებს გაუჭირდებათ საქმეებთან გამკლავება, რადგან ბევრჯერ შეიძლება გაგეფანტოთ ყურადღება – კოლეგებთან ურიერთობისას შეიძლება წარმოიშვას დავები იმაზე, თუ ვინ რა მოვალეობა უნდა შეასრულოს. კოლეგებთან შეუთანხმებლობა ხელს შეუშლის მუშაობას.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კურო დღის დასაწყის არასტანდარტულად და ძალიან აქტიურად გაატარებს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კარგ ფორმაში იქნებიან. თუ თავს ცუდად გრძნობთ ან არ მიგიზიდათ დასახულმა მიზანმა, უკეთესი იქნება ინიციატივები გადააბაროთ მეგობარს ან პარტნიორს : ის დავალებას ბევრად უკეთესად გაართმევს თავს. დღის მეორე ნახევარს გაატარებთ გაძლიერებული ემოციურობის ატმოსფეროში – გექნებათ სასიამოვნო ფიქრები მომავალზე და რომანტიკული ნოსტალგიები. სასიყვარულო ურთიერთობებში არ არის გამორიცხული, რომ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ახლებურად, სხვა რაკურსიდან დაინახავთ – აღმოაჩენთ, თქვენი კავშირის ახალ შესაძლებლობებს. მარტოხელა კუროები გადაწყვიტავენ გააგრძელონ თუ არა ურთიერთობა ახალ გაცნობილ ადამიანთან.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი გართულებები, რამაც შეიძლება დაარღვიოს თქვენი სამუშაო რიტმი – განსაკუთრებით რთული იქნება შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებისთვის. ცუდი დროა ინვესტიციებისთვის . . .

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპები დღეს მიაღწევენ პროგრესს, საბოლოო ნახტომს გააკეთებთ მიზნისკენ – დღის განმავლობაში უკეთესი იქნება ჩართოთ ინტუიცია. სასიყვარულო ურთიერთობაში მოგეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანის გრძნობები გაცივდა თქვენს მიმართ და რთული დრო ელოდება თქვენს კავშირს – მაგრამ ეს ასე არ არის, თქვენ უნდა იბრძოლოთ, იყოთ შეგნებულები და გამოიჩინოთ მოთმინება. მალე თქვენი ურთიერთობაც დალაგდება – მარტოხელა ტყუპებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომა არ მიიღონ სულელური გადაწყვეტილებები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება დაზიანდეს თქვენი ქონება – კარიერაში ტყუპებისთვის ცუდი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 სექტემბერი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს კირჩხიბები ნებისმიერ სიტუაციაში მშვენივრად იგრძნობენ გარემოების ემოციურ ატმოსფეროს, ბევრი მას ინტუიციურად იგრძნობს – ასეთი მგრძნობელობა განვითარდება მხოლოდ შუადღეს. სასიყვარულო ურთიერთობაში გელოდებათ რთული დღე, კირჩხიბებმა შეიძლება დაიჯერონ ჭორები მის მეორე ნახევარზე – შეჩერდით ! სანამ ყველაფერს კარგად არ გაარკვევთ, არ დაადანაშაულოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დააზუსტოთ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ მეორენახევარს – თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ნუ დარჩებით სახლში.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ვარსკვლავები ურჩევენ კირჩხიბებს, რომ უფრო დაბალანსებული მიდგომა ჰქონდეთ შემოსული ინფორმაციის შეფასებისას – ფაქტია, რომ ცრუ ინფორმაციის რაოდენობა ახლა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. არასასურველია ვაჭრობის დაწყება, გარიგების დადება ახალ გადაუმოწმებელ პარტნიორებთან.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ვარსკვლავები არ გირჩევენ დაამყაროთ იმედები ახალ პარტნიორებზე ან მომავალ კოლექტიურ საქმიანობებზე – აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ დილით. ყველა მიმდინარე გადაწყვეტილება (შესყიდვების ჩათვლით) მიიღეთ თავად თქვენ , საკუთარი ლოგიკისა და ინტუიციის საფუძველზე. სასიყვარულო ურთიერთობებში გამოიჩინეთ ძალისხმევა, მოიკრიბეთ ძალები და გააბედნიერეთ თქვენი საყვარელი ადამიანი – თუ მისი გაბედნიერება გამოგივათ, მაშინ თქვენი სიყვარული ახალ ფრთებს შეისხამს. ვარსკვლავები აფრთხილებენ მარტოხელა ლომებს წარსული შეცდომების გამეორების რისკს

ფინანსური ჰოროსკოპი

არასახარბიელო ვითარება გექნებათ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით – ფულის დაკარგვის და ქურდობის ალბათობა ახლა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა დღეებში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 სექტემბერი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულები დღეს კარგი ფსიქოლოგები იქნებიან, თქვენ სულში ჩაწვდებით ადამიანებს და ყველაფერი გეცოდინებათ მათ შესახებ – მთავარია არ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ბოროტად. დღის მეორე ნახევარი შესაფერისია საინტერესო დიალოგისთვის, სასიყვარულო მიმოწერისთვის და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისათვის. შეეცადეთ, რომ დღევანდელ დღეს არ მისცეთ ტყუილი დაპირებები თქვენს საყვარელ ადამიანს, განსაკუთრებით თუ მომავლ ურთიერთობას აპირებთ – მარტოხელა ქალწულებმა, სიყვარულის ძიებაში არ უნდა დააყოვნონ მოქმედება.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ქალწულებს შეიძლება გაუჩნდეთ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება დღევანდელი დღე – კონცენტრაციის უნარი დღეს იკლებს, მაგრამ თქვენი ძალა საკმარისი უნდა იყოს ძირითადი აქტივობებისთვის ( სამედიცინო პროცედურები, საშინაო საქმეები, რუტინული სამუშაო ). სასიყვარულო ურთიერთობებში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნათქვამ სიტყვებსა და მოქმედებებს – თქვენი საქციელი დიდ ზეგავლენას მოახდენს ურთიერთობებზე. ცუდი დამოკიდებულება გაართულებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან – დღეს მარტოხელა სასწორისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაცუროს დინების საწინააღმდეგოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდებით არასწორ ადგილზე და შემდგომში ყველაფრის გამოსწორება რთული იქნება.

ფინანსური ჰოროსკოპი

სამუშაოებში დაბრკოლებების მთავარი მიზეზი იქნება არაორგანიზებულობა და გაუგებრობა სამუშაო კოლექტივში, კოლეგებთან პასუხისმგებლობის განაწილებაში – ასევე ნუ გარისკავთ ფულის დაბანდებას საეჭვო ბიზნესებში.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ამ დღის ატმოსფერო სასარგებლო გავლენას მოახდენს მორიელებზე, უმჯობესია არ გადადოთ სამუშაოები შუადღის დასრულებამდე – დღის მეორე ნახევრისთვის არ უნდა დაგეგმოთ ახალი საქმიანობა და გაზრდილი სირთულის აქტივობები. არ არის რეკომენდებული სპორტით ან სხვა საქმიანობით დაკავება, რომელიც ფიზიკური ენერგიის დახარჯვას მოითხოვს. მორიელებს ექნებათ რისკი, რომ სამუდამოდ გაანადგურონ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან – ამიტომ, დღის საუკეთესო დევიზია: “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. თავისუფლამა მორიელებმა ინიციატივები აიღეთ თქვენს ხელში.

ფინანსური ჰოროსკოპი

არ შექმნათ ილუზიები გეგმების სწრაფი შესრულების შესახებ, მეგობრებისა და თანამოაზრეების რჩევა შეიძლება არასწორი იყოს და მხოლოდ შეცდომაში შეგიყვანთ.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღის მოვლენები მშვილდოსნებს დაავალდებულებს შეწყვიტონ აქტიური საქმიანობა და დააგდონ ტემპი – თუ გსურთ წინსვლა საქმიანობაში, მაშინ აქტივობა უნდა დაიწყოთ დილაუთენია. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა შეიცვლება – შეიძლება დაგჭირდეთ მოგზაურობის შეწყვეტა და სახლში დაბრუნება. სასიყვარულო ურთიერთობებში გაგაკვირვებთ საყვარელი ადამიანის ემოციური შეუკავებლობა – არ დამალოთ თქვენი გრძნობები და უთხარით თქვენს მეორენახევარს, რომ მისი ქცევებით უკმაყოფილო ხართ. მარტოხელა მშვილდოსნებმა იარეთ დინების საწინააღმდეგოდ

ფინანსური ჰოროსკოპი

შუადღისას შეცდომის დაშვების ალბათობა მკვეთრად იზრდება – არ არის საუკეთესო დრო პროფესიის შეცვლისთვის.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებისთვის უმჯობესია არ დაემორჩილონ სხვებს, გამოიტანეთ დასკვნები თქვენით და გადადგით ნაბიჯები რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორედ – შუადღეს გექნებათ ემოციურად დაძაბული ატმოსფერო. ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, რომ დაივიწყონ საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები – ემოციური ქარიშხალი მალე ჩაცხრება და თქვენ ერთად ისევ კარგად იქნებით. მარტოხელა თხისრქებმა იარეთ დინების მიმართულებით, შესაძლებელია კარგ ნაცნობობას გადააწყდეთ – საღამოს განტვირთვის მიზნით კარგი იქნება მარტო გასეირნება და ფიქრი.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს შეიძლება მუშაობა გაუჭირდეთ – ეს განსაკუთრებით ეხება ტრეიდერებს, შუამავლებს, კონსულტანტებს და ავტომობილების მძღოლებს. გართულების მთავარი მიზეზი არის სამუშაოების შეუსაბამობა

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღის დასაწყისში მერწყულებს ექნებათ აქტიურობის მიზეზი და მოქმედების მცირე არეალი, რაც გაგირთულებთ საქმიანობის შესრულებას – თუ ენერგიული ცხოვრების სტილი გიყვართ, მაშინ შუადღემდე უნდა გამოიყენოთ ენერგია, რადგან დღის მეორე ნახევარში ნაკლები ენერგია გექნებათ. უთანხმოებებს სასიყვარულო ურთიერთობებში, მხოლოდ გულწრფელი საუბრებით მოაგვარებთ – მარტოხელა მერწყულებო არ არის საჭირო ბედთან კამათი, თუ ურთიერთობები ვერ ლაგდება მოეშვით, მაშინ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

ფინანსური ჰოროსკოპი

ფულადი გზავნილების განხორციელებისას მოსალოდნელია, რომ დაუშვათ შეცდომა ამიტომ იყავით ყურადღებით – თქვენი მოტყუების ალბათობა იზრდება.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

თევზებისთვის დღე შეიძლება დაიწყოს სხვის თავგადასავლებზე დაკვირვებით – შუადღე საშუალებას მოგცემთ პირველ ადგილზე დააყენოთ საკუთარი თავი, მოუსმინოთ თქვენს გრძნობებს და დაალაგოთ თქვენი პირადი საჭიროებები. ბევრ თევზს დასჭირდება რჩევა-დარიგება სხვისგან, ამაში მეგობრები ან ოჯახის წევრები დაგეხმარებიან. თუ სასიყვარულო ურთიერთობებში საყვარელი ადამიანი უფრო ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ ვიდრე ოდესმე, არ იდარდოთ – მიუხედავად იმისა, რომ ის დაკავებულია და ასრულებს მძიმე სამუშაოებს, მაინც ფიქრებით სულ თქვენზე იქნება ორიენტირებული ( ცოტახანში ამას პარტნიორი თავად დაგიმტკიცებთ ). მარტოხელა თევზებმა გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და უფლება მიეცით გარშემომყოფებს დაგეკონტაქტონ. დღეს გექნებათ საკმარისზე მაღალი შემოქმედებითობის პოტენციალი, რომლის წყალობითაც თქვენ შეძლებთ არასტანდარტული საკითხების გადაწყვეტას.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს თევზებისთვის ცუდი დღეა მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების გაფორმებისთვის – მათ, ვინც კლიენტების ინდივიდუალურ შეკვეთებს ასრულებს, მუშაობა გაურთულდება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 1 სექტემბერი

მინდა მივიღო ყოველდღიური ჰოროსკოპი და გავეცნო ახალ პოსტებს

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე