ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 აპრილი

ვერძებო თქვენთვის სასარგებლო იქნება – სამუშაო ადგილის, საოფისე სამუშაოების, სამედიცინო დოკუმენტების მოწესრიგება. მთელი ამ დღის წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება ბიზნეს პარტნიორებზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ თვეში. თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის საიდუმლო საქმიანობისგან – ყველაფერი საიდუმლო გამომჟღავნდება მომავალში. ფრთხილად იყავით კერძო შეკვეთების შესრულებისას.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

კუროებო – დროა დაუბრუნდეთ შეწყვეტილ ან გადადებულ საქმეებს. თუ ზოგიერთ კუროს პირად ცხოვრებაში აქვს გარკვეული პრობლემები, დღეს მეგობრები თქვენს გვერდზე იგულეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

საკუთარ თავში აღმოაჩენთ სერიოზულ ეჭვებს, გარკვეული ქმედებების შესახებ. გამოიყენეთ ფსიქოლოგიური ძალა დაბრკოლებების დასაძლევად. გადაჭარბებულმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს კეთილდღეობის გაუარესება.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპებო – მნიშვნელოვანია, რომ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ოჯახის წევრების, მათ შორის შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე.

ფინანსური ჰოროსკოპი

ტყუპებისთვის, კოლეგებთან და უფროსებთან უთანხმოება შეიძლება გაიზარდოს. დღეს, უფროსების მოთხოვნებმა შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 აპრილი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

კირჩხიბებისათვის – წარმატებული მიმართულება სამუშაოში იქნება, საქმე რომელიც ეხება კაპიტალდაბანდებებს, რემონტს, მშენებლობას და სამუშაო ადგილის გაუმჯობესებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

არც თუ ისე ადვილი დღეა კირჩხიბებისთვის, რომლებიც პროფესიულ ტრენინგებს გადიან უნივერსიტეტებში. სირთულის მთავარი მიზეზი არის ის, რომ გაგიჭირდებათ ახალი მასალის დამახსოვრება. არასასურველია გამოცდების ჩაბარებაც – ყველაზე გადამწყვეტ მომენტში შეიძლება დაგავიწყდეთ კითხვაზე სწორი პასუხი.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ზოგიერთ ლომს შეიძლება შეექმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც საყვარელი ადამიანი შეცდომებსა და უპასუხისმგებლობებზე მიგითითებთ – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თქვენ მოგეწონოთ, მაგრამ შეეცადეთ არ გამოამჟღავნოთ .

ფინანსური ჰოროსკოპი

ფრთხილად იყავით ფულადი გზავნილების განხორციელებისას – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 აპრილი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებო – არ უნდა წამოიწყოთ ახალი ბიზნესი – დაღამებამდე შეგიძლიათ პირველ ადგილზე დააყენოთ თქვენი პირადი ჩვევების, გემოვნების, პრინციპებისა და საჭიროებების კომპლექსი, თქვენთვის ძვირფასი პროექტების ბედი და ახლობლების საჭიროებები.

ფინანსური ჰოროსკოპი

დღეს ადვილი არ იქნება ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკება და მათი დაყოლიება თანამშრომლობაზე. ამიტომ, ამ დროისთვის უმჯობესია ხელი არ მოაწეროთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებსაც აქვთ იურიდიული ძალა. 

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებისათვის – დღევანდელი დღე კარგია გამოჯანმრთელებისთვის და დაავადებების თავიდან ასაცილებლად – ასტროლოგიური ზემოქმედების შედეგად სასწორებმა უნდა გამოავლინონ სიყვარულისა და ერთგულების განსაკუთრებული ჩვევები.

ფინანსური ჰოროსკოპი

შეიძლება გადატვირთული იყოთ ბევრი სამუშაოთი და თქვენი ანაზღაურება იყოს თქვენს მოლოდინზე დაბალი. სამუშაო კოლექტივში კოლეგებთან ურთიერთობებში დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს. მომსახურების სექტორის მუშაკები ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებენ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მორიელები დღეს რაც შეიძლება გულწრფელნი უნდა იყვნენ თავიანთ შეყვარებულებთან – თუ რამით არ ხართ კმაყოფილი, ნუ მალავთ უკმაყოფილებას.

ფინანსური ჰოროსკოპი

მორიელებს მოუწოდებენ ყურადღება გაამახვილონ მიმდინარე საქმის შესრულებაზე. შეეცადეთ თქვენს საქმეს დიდი სიყვარულით მოეკიდოთ. გრძნობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად დღევანდელ ბიზნესში.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მშვილდოსნის წარმატების საყრდენია დისციპლინა, სიზუსტე, პროფესიონალიზმი და მოვალეობის გრძნობა – ყველაზე არათანმიმდევრულ და დაუდევარ მშვილდოსანსაც კი მოუწევს ამ თვისებების გამოვლენა.

ფინანსური ჰოროსკოპი

მშვილდოსანს კარგი დღე აქვს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. თქვენი რეზიუმე სამსახურის ძებნის შესახებ, რომელიც დღეს ინტერნეტში გამოქვეყნდა, პოტენციური დამსაქმებლებისგან არ დარჩება შეუმჩნეველი.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებმა ეს დღე ძირითადი პოზიციების განმტკიცებას უნდა დაუთმონ – სასარგებლოა ყველაფრის სისტემატიზაცია, რაც თქვენი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს მომავალში: ის გააძლიერებს თქვენს ავტორიტეტს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებს არ ურჩევენ საქმიანი შეხვედრების დანიშვნას დღის პირველი ნახევრისთვის. ამის მიუხედავად, კარგი დღეა ანგარიშების მოსამზადებლად და ინვენტარიზაციისთვის.

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

თუ დღეს ზოგიერთ მერწყულს რაიმე პრობლემა აქვს საყვარელ ადამიანთან, ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი ყოველთვის ცუდად იქნება. საუკეთესო დღეა მივლინებისათვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

მერწყულებს კარგი დღე აქვთ უნარების გასაუმჯობესებლად. თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად შეავსოთ თქვენი ცოდნა. ასევე იზრდება და ძლიერდება საქმიანი კავშირები.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს, მარტოხელა თევზების ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორთან შეიძლება ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსოს.

ფინანსური ჰოროსკოპი

გირჩევთ გააკეთოთ ფული და არ იფიქროთ პიროვნულ განვითარებაზე – ამის დროც მოვა, მაგრამ მოგვიანებით. თქვენ ასევე შეძლებთ პროფესიული უნარების გაუმჯობესებას მუშაობის პროცესში.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 აპრილი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე