ვერძი
21 მარტი – 20 აპრილი

დღის ჰოროსკოპი –

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 თებერვალი

დღევანდელი დღე კარგია ვერძებისთვის, რომლებიც ეძებენ მეორენახევარს ინტერნეტის საშუალებით. მეგობრები სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. მარტოხელა ვერძებმა შეიძლება იპოვონ ნამდვილი სიყვარული. სამსახურის მერე აუცილებლად დარჩით სახლში – მოეფერეთ ოჯახს და მოეალერსეთ მეორენახევარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები ვერძს ურჩევენ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ინფორმაციასთან მუშაობისა და საქმიანი კონტაქტების დროს. თქვენ შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც უარყოფითად აისახება თქვენს ბიზნესზე.

კურო
21 აპრილი – 20 მაისი

დღის ჰოროსკოპი –

დღევანდელი დღე რთული მოვლენებით იქნება სავსე. კარგი დღეა დნობა დაკარგულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის – თქვენ შეძლებთ ნდობის მოპოვებას. მარტოხელა კუროს ელოდება ბრწყინვალე თავგადასავლები, რომელიც აუცილებლად სასიყვარულო ურთიერთობით დასრულდება.

ფინანსური ჰოროსკოპი

მონაწილეობა არ მიიღოთ კოლექტიურ ღონისძიებებში.

ტყუპები
21 მაისი – 21 ივნისი

დღის ჰოროსკოპი –

ტყუპებისთვის დღე ჰარმონიულად დაიწყება. საღამოს ყველაფერი შეიცვლება და მოვლენები უკუღმა წარიმართება. არ შეეცადოთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, რადგან ეს ვერ გამოიღებს შედეგებს – მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კამათს. 

ფინანსური ჰოროსკოპი

ვარსკვლავები გირჩევენ იმოქმედოთ ფარულად, ნაკლებად მოახდინეთ მიზნების დემონსტრირება. შემოსავალი და პროდუქტიულობა სტაბილურად გაიზრდება.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 თებერვალი

კირჩხიბი
22 ივნისი – 22 ივლისი

დღის ჰოროსკოპი –

არ აჩქარდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. დღევანდელი დღე თქვენს კეთილდღეობაზე იმოქმედებს. მაგრამ, საღამოს წარმატება ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბებს.

ფინანსური ჰოროსკოპი

კანონის დარღვევამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს პროფესიულ სანდოობაზე. დროულად გადაიხადეთ თქვენი გადასახადები.

ლომი
23 ივლისი – 23 აგვისტო

დღის ჰოროსკოპი –

ლომებო დააფსეთ საყვარელი ადამიანები და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ოჯახს. მეუღლეს არ დაუმალოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. მარტოხელა ლომებო თქვენს გვერდზე გაჩნდება ადამიანი რომელიც გვერდში დაგიდგებათ ნებისმიერ სიტუაციაში.

ფინანსური ჰოროსკოპი

ლომებო ყურადღება გაამახვილეთ ადრე დაწყებული პროექტების დასრულებაზე.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 თებერვალი

ქალწული
24 აგვისტო – 23 სექტემბერი

დღის ჰოროსკოპი –

ქალწულებისთვის დღეს შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს. ოთხშაბათს რთული დღე გექნებათ, როგორც სამსახურში ასევე ოჯახურ ურთიერთობებში. მოსალოდნელია გაუგებრობები, პრობლემების გადაჭრა კი მოითხოვს დიდ ენერგიას და ძალისხმევას. 

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესმენებს ურჩევენ უფრო მკაცრად დააკვირდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას.

სასწორი
24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი

დღის ჰოროსკოპი –

სასწორებო დღეს დაამარცხებთ სიზარმაცეს, ასევე კარგი იქნება თუ დაძლევთ სიმორცხვეს და გათამამდებით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადრება ჯანმრთელობას. არ დაივიწყოთ რომ მეუღლეს უყვარხართ და მისთვის ყველაზე სასურველი ადამიანი ხართ დედამიწაზე. მარტოხელებმა გამოიჩინეთ სითამამე და დაივიწყეთ მორცხვობა.

ფინანსური ჰოროსკოპი

ინტენსიური მუშაობის შედეგად სასწორები მიაღწევენ დიდ წარმატებას. ოთხშაბათი, 10 თებერვალი, ეს ის დღეა როდესაც საკუთარი ძალები უნდა გამოამჟღავნოთ.

მორიელი
24 ოქტომბერი – 23 ნოემბერი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს მორიელებს ყველგან რთული გარდაქმნები ელოდებათ. თუ თქვენი მეორენახევარი გაბრაზებულია თქვენზე და გაკრიტიკებთ, უმჯობესი იქნება ბოლომდე მოუსმინოთ მას. არ გამოხატოთ აგრესია და არ აფეთქდეთ. მარტოხელები არ დანებდეთ.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლოა შემოგთავაზოთ, რომ ინვესტიცია ჩადოთ რაიმე სპეკულაციურ პროექტში, მაღალი მოგების დაპირებით. ამასთან, შეეცადეთ დაზოგოთ თქვენი ფული და ნუ გარისკავთ. მოთამაშეები სავალუტო ბაზარზე ზარალს განიცდიან.

მშვილდოსანი
24 ნოემბერი – 21 დეკემბერი

დღის ჰოროსკოპი –

მშვილდოსანს დღევანდელი დღე მნიშვნელოვან სიახლეებს და საინტერესო შეხვედრებს ჰპირდება. შეყვარებული მშვილდოსანი არაერთხელ შეხვდება დაბრკოლებას პირად ცხოვრებაში. არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ყველაფერი კარგისკენ და უკეთესობისკენ შეიცვლება. კარგი დღეა ბუნებაში ფოტოსესიისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

გაგიჭირდებათ ინიციატივების გამოხატვა. წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც დაკავშირებულები არიან საოჯახო ბიზნესთან და სოფლის მეურნეობასთან.

თხის რქა
22 დეკემბერი – 20 იანვარი

დღის ჰოროსკოპი –

თხის რქებისთვის დღეს ადვილი არ იქნება გადაწყვეტილების მიღება. თხის რქების პირად ცხოვრებაში, ახალი, უფრო პერსპექტიული ეტაპი მიმდინარეობს. შეიძლება შეხვდეთ ყოფილ თაყვანისმცემელს ან სხვა თვალით შეხედოთ ახლო მეგობარს.

ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქებისთვის მშვენიერი დღეა უნარების გასაუმჯობესებლად. 

მერწყული
21 იანვარი – 20 თებერვალი

დღის ჰოროსკოპი –

დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. თანამშრომლებთან კარგი იქნება ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება. საყვარელ ადამიანებთან არ იყოთ ეგოისტები, გაითვალისწინეთ მათი სურვილები. არ დაიშუროთ ფული და ენერგია მეუღლისთვის.

ფინანსური ჰოროსკოპი

ბიზნესმენებს აქვთ მაღალი ხარჯების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი. დღეს შემოსავალი შეიძლება მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდეს.

თევზები
21 თებერვალი – 20 მარტი

დღის ჰოროსკოპი –

დღეს ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ თავი შეიკავონ პირადი ინიციატივების გამოვლენისგან.  მარტოხელა თევზებს ჩამოუყალიბდებათ კარგი ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან.

ფინანსური ჰოროსკოპი

შესაძლოა დავა წარმოიშვას ბიზნეს პარტნიორებთან.

ყოველდღიური და ფინანსური ჰოროსკოპი 10 თებერვალი

შემოგვიერთდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე